დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 2025 წლის Resort კოლექცია წარადგინა. კოლექციის სახელწოდებაა Midnight summer - ANOUKI RESORT 2025 - ასე ჰქვია ანუკი არეშიძის ახალ კოლექციას, რომელიც დიზაინერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ფოტოები კახეთში, ბუნებაშია გადაღებული. მოდელი ტბის პირას ან მინდორში პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოზე კი ხელში ბატკანი ჰყავს. ანუკიმ თავისი ახალი კოლექციის წარდგენა დამწყებ მოდელს, ლიკუნა სტურუას ანდო. გოგონა 22 წლის არის.
ვინ არის ლიკუნა სტურუა
ლიკუნა სტურუა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს, look models management-ს წარმოადგენს და მოდის სფეროში პანდემიის შემდეგ, 21 წლის ასაკში გამოჩნდა. გოგონა 2023 წლის იტალიური Elle Spose-ის გარეკანზე დაბეჭდეს. იქამდე იყო Armani-ს ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, რომელზეც შვეიცარიაში გამოვიდა. ლიკუნა მანამდე კასტინგზე ნახეს და მაშინვე მოეწონათ. ეს იყო მისი პირველი ჩვენება მოდის სფეროში.
კიდევ ერთი გადაღება Elle Japan-ის გარეკანისთვის იყო. სწავლობდა მილანის უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების განხრით.
ამბობს, რომ უყვარს კითხვა, ქსოვა, კერამიკა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, მისი ცხოვრება თმის მოკლედ შეჭრის შემდეგ შეიცვალა. ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მატილდა გვარლიანის დამსახურებით მიიღო.
ლიკუნა "ტიკ-ტოკზეც" აქტიურია, სადაც გამომწერებისთვის სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს წერს და მათ თავის ყოველდღიურობას უზიარებს. ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ გარეგნობის გამო ხშირად ფრანგი ჰგონიათ. ასე მოხდა ტოკიოსა და მილანშიც.
ლიკუნა სტურუა შეყვარებულია. რჩეულის ფოტოები სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" აქვს გამოქვეყნებული. გოგონას საყვარელი ადამიანი პოლიტიკოს მიხეილ ყაველაშვილის ვაჟი, გურამ ყაველაშვილია.
ფოტოებზე, სადაც შეყვარებულები ერთად არიან გადაღებული, ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
"მმმ, რა კარგია ევროპები... მაგის მამიკოს უთხარი, რომ ჩვენ ნუ გვიკეტავს კარგი მომავლისკენ გზას“.
წაიკითხეთ სრულად