თაკო ჩხეიძის ოჯახური კადრები გერმანიიდან - მოდელი მეუღლესა და შვილებთან ერთად მოგზაურობს - Marao

თაკო ჩხეიძის ოჯახური კადრები გერმანიიდან - მოდელი მეუღლესა და შვილებთან ერთად მოგზაურობს

2024-06-19 13:08:58+04:00

18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, გერმანიაში, დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩი გაიმართა. სადებიუტო თამაშის პირველ ნახევარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. სამწუხაროდ, მეტი გოლი თურქების კარში აღარ გასულა და საქართველო 3:1 დამარცხდა. ჩვენი ქვეყანა Euro 2024-ზე ასპარეზობას განაგრძობს და ჩეხეთსა და პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადება. 

  • თიკა ფაცაციასა და გვანცა დარასელიას სიმღერა გერმანიაში - როგორ ამხნევებდნენ ქართველები ფეხბურთელებს 

დორტმუნდში გუშინ უამრავი ქართველი შეიკრიბა. ჩვენი ქვეყნის საქომაგოდ არაერთი ცნობილი სახეც იმყოფებოდა, მათ შორის, ყოფილი მოდელი თაკო ჩხეიძე ოჯახთან ერთად. თაკომ კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: 

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 

სულ ცოტა ხნის წინ თაკო ჩხეიძემ და მისმა მეუღლემ, რუსლან აბაშიძემ, ქორწინების 24 წელი აღნიშნეს. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.

  • "საუკეთესო წყვილი" - თაკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად რომანტიკული მოგზაურობის ფოტოებს გვიზიარებს 

თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგიმ საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად  ბიზნესის სფერო აირჩია.