დიდი ოჯახი - ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

დიდი ოჯახი - ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2024-06-19 13:15:27+04:00

ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ოჯახთან, ბებიასთან, დედასთან, მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ნანი ბრეგვაძის დიდი ოჯახი დიდ სიყვარულს იმსახურებს: 

  • "ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე და მაგნოლია" - ნანი ბრეგვაძის ახალი ფოტოსესია თავისი სახელობის მაგნოლიასთან ერთად 

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი 

ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

  • ნატალია ქუთათელაძის რომანტიკული მოგზაურობა იტალიაში მეუღლესთან, აჩიკო ჯაფარიძესთან ერთად 

ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ. ამჯერად ნატალია სანდროს ვიდეოს გვიზიარებს.

 როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.

ნატალიასა და აჩიკოს ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.