შერი: „მე ვხვდები ჩემზე ასაკით პატარა მამაკაცებს, რადგან ჩემხელა ყველა მკვდარია“ - Marao

შერი: „მე ვხვდები ჩემზე ასაკით პატარა მამაკაცებს, რადგან ჩემხელა ყველა მკვდარია“

2024-06-19 15:12:04+04:00

77 წლის ლეგენდარული მომღერალი შერი ჯენიფერ ჰადსონის შოუს ესტუმრა და მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თავისი ასაკის მამაკაცების გარშემო თავს არაკომფორტულად გრძნობს და ახალგაზრდა მამაკაცების წრეს ამჯობინებს. შერიმ იხუმრა კიდეც: „მე ვხვდები ჩემზე ასაკით პატარა მამაკაცებს, რადგან ჩემხელა ყველა მკვდარია“.

შერიმ ასევე გაამხილა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ლეგენდარული ელვის პრესლისგანაც გრძნობდა, თუმცა უარის თქმა მოუწია პრესლის რეპუტაციის და მისი გარემოცვის გამო...წაიკითხეთ სრულად

შერი - ახალგაზრდობის სიმბოლო 

შერი, იგივე შერილინ სარქისიანი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერია. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, "გრემი", "ემი", 3 "ოქროს გლობუსი" და ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

  • "ჯეი ლო დაიღალა ამ ურთიერთობისთვის ბრძოლით" - რა ხდება ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკს შორის 

შერი ერთადერთი ქალი მომღერალია, რომელსაც ჰქონდა ტოპ-ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში.

ასევე შერი ცნობილია, როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა "გრემის" პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის, ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ "გრემით" აღნიშნულ სინგლში, Believe-ში გამოიყენა.

შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა, რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n' Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B. 

საიდუმლო არ არის, რომ შერი თავისი ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება. მომღერალი აღიარებს, რომ კოსმეტოლოგის კაბინეტს ხშირად სტუმრობს. შერი ასაკის მატების შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ეს მომენტი გარდაუვალია და მასთან შეგუება ყველამ უნდა ისწავლოს. 

  • "უბერებელი" - 74 წლის ვერა ვონგი საცურაო კოსტიუმში პოზირებს 

„ერთხელ დედაჩემმა მითხრა: ყოველთვის არ იქნები ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ განსაკუთრებული ხარ და გახსოვდეს, რომ სამყაროში სილამაზეზე მნიშვნელოვანი თვისებებიც არსებობსო“ - ამბობდა მომღერალი. მისი თქმით, ყოველთვის იყენებდა დაბერების საწინააღმდეგო ერთსა და იმავე მეთოდს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკუთარ თავს ბრძოლის შანსი მისცე. მე თავი დავანებე მოწევას. არ ვიღებ ნარკოტიკებს. არასდროს ვსვამ ყავას და ალკოჰოლს“ - ამბობს შერი და აღნიშნავს, რომ კანის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად წლებია Retin-A -ს იყენებს. 

"ადამიანებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მათ ახარებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, როცა ჩემი სახე ეკრანებზე დავინახე, მინდოდა ჩემი ცხვირი გამეკეთებინა, რადგან ეს ნამდვილად მაწუხებდა", - თქვა მან.