ცნობილ მსახიობს სხეულზე ოცამდე ტატუ აქვს და თითოეულ მათგანს საკუთარი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
იცოდე შენი უფლებები
მსახიობმა ეს ტატუ თავისი საყვარელი ჯგუფის, The Clash-ის პატივსაცემად გაიკეთა და სტრიქონი სიმღერიდან Know Your Rights, აირჩია. ტრეკი ლოზუნგებისგან შედგება და ადამიანებს მოუწოდებს, სულ რომ მსოფლიო აღუდგეთ წინ, მაინც დაიცვან საკუთარი მიზნები და მოსაზრებები. ეს წარწერა განსაკუთრებით აქტუალური ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შემდეგ გახდა, რადგანაც წყვილმა დავა სასამართლოში დაიწყო.

კოორდინატები
ანჯელინას მარცხენა მხარზე ამოტვიფრული გეოგრაფიული კოორდინატები მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტატუდ ითვლება. ისინი ეძღვნება რუკაზე არსებულ პუნქტებს, სადაც დაიბადნენ მისი შვილები და ბრედ პიტი.
- კამბოჯა არის ნაშვილები ვაჟის, მედოქსის დაბადების ადგილი.
- ეთიოპია არის ნაშვილები ქალიშვილის, ზაჰარას სამშობლო.
- სვაკომპუნდი, ნამიბია - აქ დაიბადა შაილო ნუველი.
- ვიეტნამი - პაქსის დაბადების ადგილი.
- საფრანგეთი - აქ დაიბადა ტყუპი - ნოქსი და ვივიენი.
- შონი ოკლაჰომაში - აქ დაიბადა ბრედ პიტი.

ტატუ-ამულეტი
ჯოლიმ ახალი დიზაინი მარცხენა მხრის დასაწყისზე თავისი ვაჟის, მედოქსის პატივსაცემად დაიხატა, რომელიც მან 2002 წელს კამბოჯაში იშვილა. ეს არის ბუდისტური მანტრა პალის ენაზე, რომელიც სწორედ კამბოჯაშია გავრცელებული და ბუდისტური შელოცვაა იმისათვის, რომ მსახიობმა საკუთარი თავი და შვილები ბოროტი ადამიანებისგან დაიცვას.
სხვათა შორის, აქ ადრე კიდევ ერთი სიმბოლო - იაპონური იეროგლიფი იყო, რომელიც "სიკვდილს" ნიშნავდა. ის ვარსკვლავმა ახალგაზრდობაში გაიკეთა, როცა დეპრესიით იტანჯებოდა და რთული პერიოდი ჰქონდა.

ტაილანდური ვეფხვი
ანჯელინას კიდევ ერთი ტატუ კამბოჯას უკავშირდება: მან ეს უზარმაზარი ვეფხვი ბანგკოკში 2004 წელს, სულ რაღაც ორ საათში დაიხატა. მუშაობის დაწყებამდე ადგილობრივმა ოსტატმა სპეციალური მანტრა წაიკითხა, აკურთხა ჯოლი და უთხრა, რომ ვეფხვი მის მფარველად გადაიქცეოდა. ზურგზე ნახატი 30 სმ სიგრძის და 20 სმ სიგანისაა და სპეციალური ტაილანდური ნემსითაა შესრულებული.

წაიკითხეთ სრულად