როგორია და რა ღირს კახა კალაძისთვის ექსკლუზიურად შექმნილი საათი - Marao

როგორია და რა ღირს კახა კალაძისთვის ექსკლუზიურად შექმნილი საათი

2024-06-20 10:29:23+04:00

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ­მა სა­წარ­მომ, Designa Individual-მა, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის­თვის Rolex Daytona-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­დე­ლი შექ­მნა.

რო­გორც Designa Individual-ი თა­ვის ვებგვერ­დზე წერს, მათ წი­თე­ლი კვარ­ცის ბოჭ­კო­ე­ბის­გან და­ამ­ზა­დეს 41 მმ დი­ა­მეტ­რის Daytona-ს კორ­პუ­სი (ბოჭ­კო­ვა­ნი კვარ­ცი არის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ნახ­შირ­ბა­დის ბოჭ­კოს­თან მსგავ­სე­ბის გამო ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­ღა­ლი კლა­სის სპორ­ტულ სა­ა­თებ­ში. ის უაღ­რე­სად მსუ­ბუ­ქი და გამ­ძლეა).

კო­ლექ­ცი­ის­თვის სულ 17 ერ­თე­უ­ლი სა­ა­თი დამ­ზად­და, თი­თო­ე­უ­ლის ფასი კი 62,490 ევ­როს შე­ად­გენს.

“კა­ხამ მო­ი­თხო­ვა, რომ სა­ა­თი ასა­ხავ­დეს მის ცხოვ­რე­ბა­ში მიღ­წე­ულ უმაღ­ლეს ეტაპს - ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბას. ამა­ვე დროს, მან სა­ა­თის მთა­ვარ ფე­რად წი­თე­ლი აირ­ჩია. რო­გორც ერ­თგვა­რი კავ­ში­რი მისი ქვეყ­ნის დრო­შას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ასე­ვე მი­ლა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის სა­ში­ნაო ფე­რებ­თან.

მდიდ­რუ­ლი წი­თე­ლი ფერი, რო­მე­ლიც შერ­წყმუ­ლია თეთრ ზო­ლებ­თან, ქმნის გა­სა­ო­ცარ ვი­ზუ­ალს.

ცი­ფერბლა­ტის წი­თელ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სა­ხელ­წო­დე­ბა KALA. ეს არის ფე­რე­ბის ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვა­გო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­თის გა­რე­გა­ნი მხა­რე მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია მო­თხოვ­ნებს, სა­ა­თის შიდა მე­ქა­ნიზ­მი Rolex 4130-ის არის. ეს არის მე­ქა­ნიზ­მი 72-სა­ა­თი­ა­ნი ენერ­გი­ის რე­ზერ­ვით ავ­ტო­მა­ტუ­რად მოძ­რა­ვი პა­რაქ­რო­მის ზამ­ბა­რით და პა­რაფ­ლექ­სუ­რი დარ­ტყმის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სის­ტე­მით.“ - წერს Designa Individual-ი და სა­ა­თის დე­ტა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს აქ­ვეყ­ნებს - ნახეთ სრულად

კახა კალაძის ბიოგრაფია

კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.

  • "კალაძეების არდადეგები" - განსხვავებული კადრები ანუკი არეშიძის ფოტოობიექტივიდან 

1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა. 1998 წლის იანვარში კახა კიევის „დინამოში“ 280 000 ევროდ გადავიდა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. 2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა — „მილანში“ დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში“ გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და მასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ კარიერა დაასრულა.

  • "ბედნიერება" - ანუკი არეშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. 2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა.  2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა. 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა.  მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი.