"დიდი ტრავმაა, 25 წელი ვიყავით ერთად, ასეთი მთლიანობიდან უცებ ვერ გამოხვალ“ - ლევან ყოჩიაშვილი - Marao

"დიდი ტრავმაა, 25 წელი ვიყავით ერთად, ასეთი მთლიანობიდან უცებ ვერ გამოხვალ“ - ლევან ყოჩიაშვილი

2024-06-20 10:59:54+04:00

ლევან ყოჩიაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია.

მსახიობმა პირად ცხოვრებასა და მეუღლესთან 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორებაზე ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, დაშორება მისთვის ძალიან მძიმე ტრავმა აღმოჩნდა.

„წელიწადია, რაც დავშორდით და ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. არ მჯეროდა, როდესაც ამბობდნენ, რასაც თამაშობ, ის გემართებაო. ზუსტად ასე მოხდა. ეს არ არის მოკლე პერიოდი, მთელი ცხოვრებაა, ბავშვები, ჩვეული გარემო. დიდი ტრავმაა, თუმცა ასე ჯობდა. 25 წელი ვიყავით ერთად. არავის ვუსურვებ. ასეთი მთლიანობიდან უცებ ვერ გამოხვალ“, – საუბრობს ლევან ყოჩიაშვილი.

  • "ჩემი ცოლის დაქალები" კადრს მიღმა - საყვარელი მსახიობების სახალისო კადრები 
  • მონატრებული გმირები და სერიალი, რომელიც ცხოვრების ნაწილად იქცა - როგორ ცხოვრობენ "ჩცდ"-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ 

ლევან ყოჩიაშვილი

განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა „დათო გოცირიძის“ როლმა. გადაღებულია ფილმებში: „ჭამა და სექსი“, „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“.

"ძალიან პატარა ასაკის - 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი შვილი - კესო გაჩნდა. საერთოდ, თავდაპირველად, ძნელია, როცა თავადაც თითქმის ბავშვს ბავშვი გიჩნდება. მშობლებიც გეხმარებიან... დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა ძლიერდება... მამობის პასუხისმგებლობა ბავშვის გაჩენისთანავე ვიგრძენი.

საერთოდ, სულ ვცდილობ, შვილებს ისე მოვექცე, როგორც ჩემი მშობლები მექცეოდნენ - მათი აღზრდის მეთოდის "ასლს ვაკეთებდი": დედ-მამასთან ვმეგობრობდი. ახლაც ასეა. შვილების აღზრდისას იმის "კოდირება" მოვახდინე, რაც მშობლებისგან საკუთარ თავზე გამოცდილი მქონდა.

ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დაუჯერონ, ენდონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობლებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ და თავადაც ასე ვარ განწყობილი: თუ ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია, მონდომებულია, სულ ამაზე ოცნებობს, ფიქრობს, ცხადია, მხარი უნდა დაუჭირო, მხარში ამოუდგე...

ჩემმა შვილმა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, წელს საჯარო მართვის ფაკულტეტს (მაგისტრატურას) ამთავრებს. მაგისტრატურის 1 სემესტრის განმავლობაში პოლონეთში სწავლობდა. მისი პროფესიული არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - მერვე კლასიდან იცოდა, რომელი პროფესიის დაუფლება, რომელ სასწავლებელში სწავლა სურდა. იცოდა, რისკენ მიდიოდა და მიდის. როგორც შემიძლია, მხარში ვუდგავარ" - ამბობდა მსახიობი.