18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, გერმანიაში, დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩი გაიმართა. სადებიუტო თამაშის პირველ ნახევარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. სამწუხაროდ, მეტი გოლი თურქების კარში აღარ გასულა და საქართველო 3:1 დამარცხდა. ჩვენი ქვეყანა Euro 2024-ზე ასპარეზობას განაგრძობს და ჩეხეთსა და პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდში ქართველ გულშემატკივრებს თურქები ჭარბობდნენ, ჩვენს ქვეყნასა და ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ქომაგობდა. ერთ-ერთი მათგანი, როგორც აღმოჩნდა, რუსეთში მცხოვრები მომღერალი ქეთა თოფურიაც იყო.
"ინსტაგრამზე" აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ეროვნულ ნაკრებს ის შვილთან, ოლივიასთან ერთად ქომაგობდა: "3-1, მაგრამ საქართველო, ვამაყობ, ძალიან ღირსეული მატჩი", - წერდა ქეთა თოფურია.
ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. მისი მამა, ამჟამად გარდაცვლილი, ანდრო თოფურია იყო კანონიერი ქურდი, ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსი. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი მესამე შვილს ელოდება, რაც მისი ოჯახის ახლობელმა დაადასტურა და თქვა, რომ ქეთა და ლევი მშობლები გაზაფხულზე გახდებიან.