ჩვენს ქვეყანაში ქალები რომ განსაკუთრებული გარეგნობით, შარმითა და სილამაზით გამოირჩევიან, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს. კინემატოგრაფია ამის ყველაზე ნამდვილი და უტყუარი მოწმეა, რომელმაც გენიალური ქართველი ქალი მსახიობების არა მხოლოდ პროფესიონალიზმი, მათი დაუვიწყარი მშვენიერებაც შემოგვინახა.
დღევანდელ სტატიაში კი თანამედროვე თეატრისა და კინოს 10 გამორჩეულს სახეს წარმოგიდგენთ:
ქართულ თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში ნინო კასრაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. გამორჩეული გარეგნობა, ხელოვნების სიყვარული და უსაზღვრო ნიჭიერება მის როლს თეატრის ისტორიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
უკვე წლებია, რაც მსახიობი ეკა ჩხეიძე ქართულ სცენას ამშვენებს. მას ნამდვილად აქვს ცნობილი ბებიის - მედეა ჩახავას განუმეორებელი ხიბლი და მამის - თემურ ჩხეიძის ელეგანტურობა...
კინოსა და თეატრის მსახიობი, უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძე, 1980 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.
ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.
ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო.
ნინო ქორიძე 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც შვილი, ირაკლი კვირიკაძე შეეძინა. მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ნინო მეორედ 21 წლის ასაკში გათხოვდა - მისი მეუღლე კოტე გოგელია იყო, თუმცა მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, და რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ ობოლი გოგონას, თიკოს როლი ითამაშა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა „ფესვები“ და "სპირალი".
თაკო ჭანუყვაძის პერსონაჟი, კეკე, პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", ბევრისთვის დასამახსოვრებელი გმირია. კეკეს ძალიან უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა, დახვეწილი სამოსი და აქვს გამორჩეული სტილი. თავად მსახიობი ამბობს, რომ კეკესთან სწორედ ეს ერთადერთი საერთო აქვს - მასაც უყვარს, რომ სახლშიც კი კარგად გამოიყურებოდეს.