ბევრს სმენია მელოდრამების "დიდებული საუკუნე", "დააკაკუნე ჩემს კარზე" ან "შავ-თეთრი სიყვარულის" შესახებ. მაშინაც კი, თუ თქვენ მხოლოდ რამდენიმე კადრი გინახავთ სერიალიდან, აუცილებლად ამოიცნობთ ათასობით ლამაზ თურქ მსახიობს.
ჰატიჯე სენდილი
ჰატიჯე სენდილი 1983 წლის 2 აგვისტოს დაიბადა სტამბოლში. დედამისი წარმოშობით ალბანელია, მამა კი — თურქი. ჰატიჯემ ბავშვობა ანტალიაში გაატარა. ორი წლის განმავლობაში სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა. უკვე წარმატებულმა მოდელმა და მსახიობმა 2011 წელს „მის თურქეთის“ კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო იმავე წელს „მის ევროპის“ კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
ნესლიჰან ათაგული
ნესლიჰანის დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2006 წელს ფილმში „პირველი სიყვარული“, რასაც ბევრი სერიალი და ფილმი მოჰყვა, რითაც ნესლიჰანმა თურქეთში საპატიო მსახიობი ქალის ტიტული მოიპოვა.
ნესლიჰანს განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ამსგავსებენ აზიურ ქალს, სინამდვილეში კი ის ჩერქეზული წარმომავლობისაა, ნესლიჰანის მამა ჩერქეზია, დედა კი - ბელარუსი.
ბირჯე აქალაი
ბირჯე აქალაი დაიბადა 1984 წლის 19 ივნისს, ქალაქ სტამბოლში, იასემინ და სერჯან აქალაიების ოჯახში. გოგონას ცეკვისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდა და ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სტუდიაში შეიყვანეს საბალეტო ცეკვების განხრით. მოგვიანებით ბირჯემ ბალეტს მსახიობობა არჩია. მან 2004 წელს სტამბოლის თეატრალურ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და დრამატული ხელოვნებისა და თეატრალური კრიტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
ჰანდე ერჩელი
ჰანდე ერჩელი დაიბადა 1993 წლის 24 ნოემბერს თურქეთში, ქალაქ ბანდირმაში. მამა ვაჭრობითაა დაკავებული. 2019 წელს გარდაიცვალა მისი დედა აილინ ერჩელი. ჰყავს უფროსი და გამზე ერჩელი. მსახიობი ურთიერთობაში იყო მომღერალ მურათ დალქილიჩთან. მონაწილეობდა სასკოლო თეატრის თითქმის ყველა დადგმაში. 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“.
აიჩა აიშინ თურანი
უმშვენიერესი თურქი მსახიობი 1992 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა. გოგონა მთელი ბავშვობა მსახიობობაზე ოცნებობდა და ეს ოცნება თავისი უნაკლო გარეგნობის წყალობით იოლად აიხდინა... აიჩა აიშინ თურანი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალით "შავი ვარდი".
ფაჰრიე ევჯენი
დაიბადა გერმანიაში, სოლენგენში. დედის მხრიდან ის ჩერქეზია, ხოლო მამის ოჯახი თურქეთის ემიგრანტია საბერძნეთიდან, ქავალადან. მისი ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო როლი იყო სერიალი Yaprak Dökümü.
მერიემ უზერლი
სამსახიობო განათლება მიიღო ფრეზეს დრამატულ სტუდიაში, ქალაქ ჰამბურგში. აღსანიშნავია თურქულ სერიალში, „დიდებულ საუკუნეში" შესრულებული ჰიურმ სულთნის როლი, რისთვისაც მან ჯილდო „ოქროს პეპელა“ მიიღო.
სელმა ერგეჩი
სელმა ერგეჩი დაიბადა 1978 წლის 1 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ჰამში. მამამისი წარმოშობით თურქია, დედა გერმანელია. 2011 წლიდან მის სამსახიობო კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ის მიიწვიეს სერიალში „დიდებული საუკუნე“, ერთ-ერთ მთავარ როლზე. თავისი არჩევანით მას ჰატიჯე სულთანის როლი მისცეს. ეს საუკეთესო როლი იყო მის სატელევიზიო სერიალების კარიერაში.
ბერგიუზარ ქორელი
მსახიობების, ჰული დარჯანისა და თანჯუ ქორელის ოჯახში დაიბადა. ჰყავს უფროსი და, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. მამამისი 2005 წელს გარდაიცვალა კიბოთი.
ბავშვობის წლები თურქეთის ქალაქ ულუსუში გაატარა. პროფესიონალურად თამაშობდა ხელბურთს. საშუალო განათლება კოლეჯში მიიღო, რის შემდეგაც მინარ სინარის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალურ ფაკულტეტზე მოეწყო. პროფესიული უნარები სიუზან ბასტონთან დახვეწა, რომელიც ნიკოლ კიდმანისა და ტომ ჰენქსის პედაგოგი იყო.
ბერენ საატი
2012 წლის სექტემბრის ბოლოს გამოვიდა ირანელი რეჟისორის, ბახმან გობადის დრამა "მარტორქების სეზონი", სადაც ბერენი თამაშობდა მონიკა ბელუჩისთან ერთად. 2013 წლიდან ბერენმა შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ამერიკული სერიალის, „შურისძიების“ თურქულ ვერსიაში. ბერენ საათს ფილმში პარტნიორობა გაუწია ცნობილმა თურქმა მსახიობმა მერთ ფირატმა. ბერენ საათი 2008 წლიდან 2014 წლამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო თურქეთში.