„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, როდის მიდიხარო; ფაქტობრივად ქუჩაში გამაგდო" - მაკა შალიკაშვილი - Marao

„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, როდის მიდიხარო; ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო" - მაკა შალიკაშვილი

2024-06-21 10:35:11+04:00

მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში თავისი გასაჭირის შესახებ ჰყვება.

ის 13 წელი ერთსა და იმავე ქალბატონისგან ქირაობდა ბინას, მან კი გაყიდვა გადაწყვიტა და ბინა ისე გაყიდა, რომ მაკასთვის არ უკითხავს, იპოვა თუ არა ახალი ბინა და როდის გადავიდოდა:

„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, როდის მიდიხარო. იმ ქალბატონს, რომელმაც ბინა შეიძინა, ვულოცავ, რა თქმა უნდა, დღეს ბინის შეძენა დიდი ბედნიერებაა. თავად მასთან, სახლის ახალ მეპატრონესთან მოხდა დალაპარაკება, რომ ჩემთვის ბინის დასაცლელად დრო მოეცა. მოკლედ, ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო.

13 წლის განმავლობაში მასთან მეგობრული ურთიერთობა არ ჩამოგიყალიბდათ?

კი, იდეაში, ჩამოყალიბებული იყო. ძირითადად, ყოველ ზაფხულს ქირას მიმატებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინას გავარემონტებ და უცხოელებზე გავაქირავებ, რა პრობლემააო? იმის გამო, რომ აქეთ-იქით სიარული არ შემეძლო, გაურემონტებელ, საშინელ სახლში ვცხოვრობდი, 32 კვ.მ.-ში. ამბობდა, ყველა ფულს აკეთებს, მე რატომ არ უნდა გავაკეთოო?!

ახლა სხვა ბინის პოვნა იოლად მოახერხეთ?

სრულიად შემთხვევით, გოგონა ვიპოვე, ვინც ბინას აქირავებდა…

  • მაკა შალიკაშვილის ცხოვრების საინტერესო მომენტები: "ყველაფერს ვიმსახურებდი – იმ სიხარულსაც, ტკივილსაც, წყენასაც და ტკენასაც, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა..." 
  • "28 წლის ასაკში გავთხოვდი ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ" - როგორია მაკა შალიკაშვილის ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა 

მაკა შალიკაშვილი

„ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი სულ დგას და ზოგადად, ცხოვრება რთულია. უბრალოდ, არსებობს საათები, დღეები, როცა ხარ ბედნიერი და გახარებული. ერთმა უეცარმა შეხვედრამ, სატელეფონო ზარმა, ფილმის ნახვამ, კარგმა მუსიკამ და ასე შემდეგ, შესაძლოა, კარგ განწყობაზე დაგაყენოს. ჩემთან ადვილი არასოდეს არაფერი არ არის. მე საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აწყობილი ცხოვრება და ყოფა არ მაქვს, რომ ჩემი საქმე მთელი არსებითა და შემართებით ვაკეთო. მიუხედავად ამისა, მაინც ვაკეთებ ამას, თუმცა ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხზე მიწევს ფიქრი. როცა მსახიობს რთული ყოფა აქვს, ბევრ რამეზე ფიქრი ძნელია. ყველაფერს მე თავად ვაკეთებ და ამის ფონზე ძალიან რთულია ერთდროულად ყოფა-ცხოვრება და ამასთანავე, სცენაზე დგომა. თან, ყველა ადამიანს უნდა მიაქციო ყურადღება, ყველას გაუღიმო, თავისი წილი სითბო მისცე… ეს კი რთულია იმის ფონზე, როცა სახლიდან გამოსული სულ სხვა რამეზე ფიქრობ. არადა, რომ გამოდიხარ და ადამიანი შენგან ღიმილს ელოდება, როგორ ცუდ განწყობაზე და პრობლემებშიც უნდა იყო, აუცილებლად უნდა გაუღიმო.

მე გულწრფელად ვუღიმი ყველას. უბრალოდ, ძალიან დაღლილი და თვალებდასიებული, მაგრამ ის ადამიანი ჩემგან ამ ღიმილს იმსახურებს. შესაძლოა, არ ვიყო გაღიმების ხასიათზე, მაგრამ როცა ვუღიმი ადამიანს, ეს თავად მშველის“.