ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს. ამჯერად ნანიკო გადაცემა "სთორის" სტუმარია:
"არ გავთხოვდებოდი, რომ არა დედა. არც შვილი მეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ძალიან მიყვარდა. 29 წლის ვიყავი. ბარგი ჩავალაგე და ლევანიკოსთან წავედი. ძალიან კარგი წყვილი ვიყავით.
ბევრი შვილი მინდოდა. მეორე ორსულობის დროს ავარიაში მოვყევი. ოპერაცია გამიკეთეს და ნაყოფი ვეღარ შენარჩუნდა. მენჯები მქონდა დაზიანებული, ამიტომ ჩემი სხეული ორსულობას ვეღარ აიტანდა" - ამბობს ნანიკო.
ნანიკო ხაზარაძის მამა
ნანიკო ხაზარაძის მამას, ყველასთვის საყვარელ მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნანიკომ მამის სპეციალურ ჰოსპისში მიჰყავანა გადაწყვიტა, სადაც ის შესაბამის ზრუნვას იღებდა და ჰქონდა ყველა პირობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ნანიკო მამას ხშირად სტუმრობდა და მასთან ერთად გადაღებულ კადრებსაც აქვეყნებდა. მიუხედავად ამისა, ტელეწამყვანს აგრესიული კომენტარების მოსმენა მაინც მოუწია, მათ შორის, ახლობლებისა და ნათესავებისგანაც. თავად კი არაერთხელ განმარტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აღნიშნავდა, რომ ეს არ ნიშნავს მშობლის მიტოვებას, პირიქით, მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა აუცილებელია.
"ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი", - ამბობდა ნანიკო.