ნანუკა გულუა პროფესიით არც მსახიობია და რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ საზოგადოების დიდ სიყვარულს სწორედ ეს საქმე მოუტანდა. პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ დოჩის როლმა მას, ცნობადობასთან ერთად, უამრავი ადამიანის პატივისცემაც მოუტანა.
2021 წელს ნანუკა გულუამ მოულოდნელად იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა. ქორწინება სიურპრიზი აღმოჩნდა როგორც წყვილის მეგობრებისთვის, ისე საზოგადოებისთვის და, თავად ნანუკასთვისაც.
ნანუკა გულუას ოჯახი
„საერთოდ არ გვაქვს ლამაზი სიყვარულის ისტორია, ჩქარა მოხდა ყველაფერი, მეგობრობიდან უცებ ცოლ-ქმარი გავხდით. მერე პირველი შვილი, მეორე - მეორე. დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. ვიძახი, რომ კახას ბიძამ მომიყვანა ცოლად, მან გადაწყვიტა და ჩვენ დავეთანხმეთ“, - ამბობს ნანუკა რადიო "ფორტუნასთან".
„ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხომ არ გინდა, დოჩი გაგაცნოო. არა, მაგას ვინ აიტანს-მეთქი, ვუთხარი. კონფერენცია იყო და იქ გავიცანი. მაშინვე დაგვარქვეს ცოლ-ქმარი, არ ვიცი, რატომ მოხდა ეს. მერე ძალიან დავმეგობრდით. დოჩის როლის შესრულების დროს ძალიან ბუნებრივია, ცხოვრებაშიც არის ცოტა „დოჩი“. თუმცა, იქ როგორი მომთმენი მეუღლეც ჰყავდა, რეალურ ცხოვრებაში ასეთი არ შეხვდა, შესაბამისად, მთლიანად დოჩი ვერა… ვერ გაშალა ბოლომდე ფრთები”, - ამბობს კახა კაშია.
ნანუკას და კახას ორი შვილი, ნინა და იკა ჰყავთ. როგორც ნანუკა ამბობს, მას განსაკუთრებული მამა ჰყავდა და სურდა, მის შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ:
„საოცნებო ქმარია. მე მამა მყავდა, რომელიც სულ ოჯახისა და შვილებისთვის იყო. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ. თუ არსებობს გამოთქმა „კრუხი დედა“, ეგეთი ვარ. შვილები არის აღმატებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ესენი კარგად მყავდნენ.
გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ. ნინა რომ გაჩნდა, ვიცოდი, რომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ჰყოლოდა და ან ძმა. დაჰყავს კიდეც. ახლა როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.
თითქმის ყველაფერზე ვკამათობთ, მაგრამ კახას ძალიან მშვიდი ბუნება აქვს, ძალიან მომთმენია, ვაბალანსებთ ერთმანეთს. არის უზომოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანი, აქვს თავისი ბიზნესი. არ არსებობს მიუღწეველი საქმე და მიზანი მისთვის“, - ამბობს ნანუკა გულუა.