სულ ცოტა ხნის წინ საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში გოლი ქართველმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, თუმცა მეორე ნახევარში ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დამატებულ წუთზე საქართველოს დაწინაურების შანსი მიეცა, საბა ლობჟანიძემ მეორე გოლის გატანა ჩეხების კარში ვერ შეძლო.
მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა როგორც საქართველოსთვის, ისე ჩეხეთისთვის. თამაშის საუკეთესო მოთამაშედ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი გიორგისთან შეხვედრის პირველ კადრებს გვიზიარებს.
გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 4–1 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.
2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილ იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა. წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.
"ყოველდღე ვშრომობ იმისთვის, რომ განვვითარდე. „ვალენსიაში“ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კიდევ მეტი მინდა დავამტკიცო ჩემი თამაშით. ჩემი ყოველი დღე „ვალენსიაში“ არის უკეთესი, დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ, მათ შორის, ესპანურსაც, ყოველდღე მეტს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით.
"ყოველდღე ვშრომობ იმისთვის, რომ განვვითარდე. „ვალენსიაში“ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კიდევ მეტი მინდა დავამტკიცო ჩემი თამაშით. ჩემი ყოველი დღე „ვალენსიაში“ არის უკეთესი, დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ, მათ შორის, ესპანურსაც, ყოველდღე მეტს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით.
წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე". გიორგი და ელენე სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნენ, კადრები კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
"შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს.
სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს. სავარაუდოდ, თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.
მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.