დროა, გადახედოთ თქვენი სეზონური მანიკიურისა და პედიკიურის ფერებს. მიუხედავად იმისა, რომ oxblood და მუქი ლურჯი ლაქი ყოველთვის ინარჩუნებს პოპულარობას, წელს ზაფხულში შედარებით უფრო ღია ფერები იქნება ტრენდული.
ქრომი
ქრომირებული ფრჩხილები ამ პოპულარული სტილის ტარების უახლესი გზაა. შესანიშნავია სუფთა ესთეტიკისთვის დამატებითი, ამრეკლავი ელფერით.
გამჭვირვალე "ფრენჩი"
კლასიკური ფრანგული მანიკიური სეზონის ძირითად ელემენტად რჩება, მაგრამ ეს ზაფხული შემოგვთავაზებს ნახევრად გამჭვირვალე დიზაინსაც, რომელიც თქვენს ლუქს უფრო ელეგანტურ იერს შესძენს.
ბლუზი
ღია ცისფერი ამ სეზონზე ძალიან პოპულარული იქნება. თუ არ ხარ მიჩვეული ფრჩხილებზე გამორჩეული ფერის ტარებას, სცადე ის ჯერ ფეხის თითებზე.
Fombré Nails
ინტერნეტი გაგიჟდა ფომბრე მანიკიურზე, რომელიც აერთიანებს 2024 წლის ფრჩხილების ორ ყველაზე პოპულარულ ტენდენციას: ფრანგული მანიკიური და ომბრე ფრჩხილები.
ვარდისფერი და ნარინჯისფერი
არ არის აუცილებელი ფერების აშკარა კომბინაცია, მაგრამ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ერთად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრჩხილების ტენდენციაა ამ ზაფხულს.