გიორგი მამარდაშვილი და მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილი ქორწილს გეგმავენ. ელენემ და მისმა მეგობრებმა უკვე მოაწყვეს წინასაქორწილო წვეულება და კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს.
ელენე ეპიტაშვილი წარმატებული სპორტსმენის, გიორგი მამარდაშვილის რჩეულია. უმშვენიერესი ელენე მოდელია, ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ფოტოსესიაშიც. ელენე სოციალურ ქსელშიც აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე". გიორგი და ელენე სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნენ, კადრები კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
"შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც...
სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს. სავარაუდოდ, თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს”, – ამბობდა გიორგი მამარდაშვილი.
გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 4–1 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.
2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილ იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა. წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.