"იმ სა­ში­ნელ წვი­მა­შიც კი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ელო­და მა­მის გა­მოს­ვლას მო­ე­დან­ზე. მამა ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა": შაი ზივზივაძე - ბუდუ ზივზივაძის ყველაზე დიდი გულშემატკივარი - Marao

"იმ სა­ში­ნელ წვი­მა­შიც კი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ელო­და მა­მის გა­მოს­ვლას მო­ე­დან­ზე. მამა ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა": შაი ზივზივაძე - ბუდუ ზივზივაძის ყველაზე დიდი გულშემატკივარი

2024-06-26 11:43:01+04:00

"ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. არ ვუშ­ლით ხელს. საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა, თა­ვის შანსს ელო­დე­ბა, რომ გა­მოად­გეს ნაკ­რებს. შაი ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია, იმ სა­ში­ნელ წვი­მა­შიც კი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ელო­და მა­მის გა­მოს­ვლას მო­ე­დან­ზე. მამა ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა. ჩე­ხეთ­თან თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და ჩა­ე­ხუ­ტა კი­დეც", - თქვა ბუზუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ, ambebi.ge-სთან საუბრისას. 

  • პატარა შაი მამას გასამხნევებლად - ბუდუ ზივზივაძის შეხვედრა მეუღლესა და ქალიშვილთან 

საქართველო EURO 2024-ზე

სულ ცოტა ხნის წინ საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში გოლი ქართველმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, თუმცა მეორე ნახევარში ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დამატებულ წუთზე საქართველოს დაწინაურების შანსი მიეცა, საბა ლობჟანიძემ მეორე გოლის გატანა ჩეხების კარში ვერ შეძლო. 

მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა როგორც საქართველოსთვის, ისე ჩეხეთისთვის. თამაშის საუკეთესო მოთამაშედ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. სამწუხაროდ, სტადიონზე ვერ ვიხილეთ ბოლო დროის ვარსკვლავი, ლუქსემბურგთან გადამწყვეტი გოლების ავტორი ბუდუ ზივზივაძე. ბუდუ მატჩის შემდეგ ოჯახის წევრებმა, მეუღლე ნინი კვერნაძემ და ქალიშვილმა, უსაყვარლესმა შაიმ გაამხნევეს. 

  • ,,ბუდუს სტუმრებიც მივიღეთ..." - რა ფოტოს აქვეყნებს ბუდუ ზივზივაძის მამა 

26 ივნისს საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. პორტუგალია ჯგუფის უპირობო ლიდერია, თუმცა ქართველი ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ დათმობას არ აპირებენ და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ.