ცხოვრება პოლონეთში, პატარა ოჯახი და დიდი წარმატება - გაიცანით ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, 28 წლის ოთო კაკაბაძე - Marao

ცხოვრება პოლონეთში, პატარა ოჯახი და დიდი წარმატება - გაიცანით ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, 28 წლის ოთო კაკაბაძე

2024-06-26 15:37:40+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 28 წლის მარ­ჯვე­ნა მცვე­ლი ოთარ კა­კა­ბა­ძე 2021 წლი­დან პო­ლო­ნე­თის გუნდ "კრა­კო­ვი­ა­ში" თა­მა­შობს.

186 სმ სი­მაღ­ლის სპორ­ტსმენ­მა თა­მა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, "დი­ნა­მოს" ახალ­გაზ­რდულ გუნდში და­ი­წყო, მისი პირ­ვე­ლი ტრანსფე­რი კი ეს­პა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. 2016-2018 წლებ­ში კა­კა­ბა­ძემ Club Gimnastic de Tarragona-ში (ეს­პა­ნე­თის მე-2 ლიგა) ითა­მა­შა. ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ნი­ის უმაღ­ლესი ლი­გის გუნდში Esbjerg fB-ში გა­და­ვი­და.

ეს­პა­ნე­თი­დან სა­თა­მა­შოდ შვე­ი­ცა­რი­ის უმაღ­ლე­სი ლი­გის კლუბ FC Luzern-ში გა­და­ვი­და, სა­დაც 2020 წლამ­დე დარ­ჩა, თუმ­ცა ერთი წლით ისევ ეს­პა­ნეთს და­უბ­რუნ­და და მე­ო­რე ლი­გის ეს­პა­ნურ კლუბ CD Tenerife-ში გა­აგ­რძე­ლა თა­მა­ში. 2021 წლი­დან კა­კა­ბა­ძე ოჯახ­თან ერ­თად პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობს და კონ­ტრაქ­ტი 2027 წლამ­დე გა­უგ­რძე­ლეს.

  • "მამარდას ყველაზე დიდი გულშემატკივარი" - გიორგი მამარდაშვილის მეუღლის განსაკუთრებული მაისური და ახალი ფოტოები 

 ოთარ კა­კა­ბა­ძეს თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­თან" ერ­თად მო­გე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ორი თასი (2015, 2016 წლებ­ში), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ორი სუ­პერ­თა­სი (2015, 2016 წლებ­ში) და ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი (2016 წელს). მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 600 000 ევ­რო. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფასი - 1 მი­ლი­ო­ნი ევრო, ოთარ კა­კა­ბა­ძე 2018 წლის 12 მარტს ღირ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე, მშობ­ლი­ურ ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ კა­კა­ბა­ძეს­თან პო­ლო­ნურ­მა მე­დი­ამ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს.

"პირ­ველ მატჩს ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვე­ლო­დით, რად­გან მწვრთნე­ლის გარ­და, ევ­რო­ზე არ­ცერ­თს არ გვი­თა­მა­შია. მო­ლო­დი­ნი? ჩვენ გვინ­და, რომ ყვე­ლა მატჩში ვიბ­რძო­ლოთ და ჯგუ­ფი­დან გა­ვი­დეთ, აქ მხო­ლოდ 3 მატ­ჩის­თვის არ მოვ­სულ­ვართ. გუნდში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა გვყავს, ასე­ვე ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ბიჭი თა­მა­შობს ევ­რო­პის ტოპ-კლუ­ბებ­ში. ჩვენ გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, ვი­თა­მა­შოთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ან მო­მა­ვალ ევ­რო­ზე.“

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რო­გორ მი­ი­ღო "კრა­კო­ვი­ას­თან" კონ­ტრაქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ­ბობს:

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2-3 თვეს გაგ­რძელ­და. ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვი­და. ჩემი ოჯა­ხი აქ არის და გა­და­ად­გი­ლე­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. აქ ძა­ლი­ან კარ­გად ვცხოვ­რობთ. ამი­ტომ მი­ხა­რია აქ თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა.

  • "მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - გიორგი ქოჩორაშვილი რჩეულის შესახებ 

შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწვრთნე­ლი გვყავს, რო­მელ­საც კარ­გი კონ­ტაქ­ტი აქვს ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობთ მას­თან. ეს სე­ზო­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვართ ჩვე­ნი თა­მა­შით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მწვრთნელ­თან ერ­თად მო­მა­ვალ სე­ზონ­ში ბევ­რად მე­ტის მიღ­წე­ვა შეგ­ვიძ­ლია".

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ვის წა­იყ­ვან­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან "კრა­კო­ვი­ა­ში" სა­თა­მა­შოდ, კა­კა­ბა­ძემ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­ა­სა­ხე­ლა. ხოლო არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში რო­მელ ფეხ­ბურ­თელს და­უ­მა­ტებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს, "ბარ­სე­ლო­ნას" ფორ­ვარ­დი რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკი აირ­ჩია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ოთარ კა­კა­ბა­ძემ მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვილ­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნა. წყვილს ჯვა­რი თბი­ლის­ში, ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მამა შალ­ვამ დას­წე­რა.

წაიკითხეთ სრულად და ნახეთ ფოტოები