მომღერალი ნუკა კვალიაშვილი Facebook-ზე საკუთარ ნამღერს გვიზიარებს და წერს, რომ ამაყობს იმით, რომ ქართველია. როგორც ნუკა წერს, საწყენია, როდესაც ეუბნებიან, რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, უფრო წარმატებული იქნებოდიო, რადგან უფრო მეტი მოტივაცია აქვს, საქართველო ასახელოს.
„ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვუსმენ კონკრეტულ მომენტს, სადაც ვიცი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს და აქამდეც მედო ეს ვიდეო, მაგრამ კიდევ დავდებ, რადგან ვამაყობ, რომ ზუსტად ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა და პირველ რიგში რატომაც ვამაყობ, არის ის, რომ ვარ ქართველი და ვიღაცები თავიანთ ხალხს, თავიანთი ქვეყნიდან თუ დებენ, ამ სიმღერით მე ჩემს ნამღერს დავდებ და ვიტყვი, რომ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ვარ.
ყველაფერი წინ არის, მე არ გავჩერდები. მიყვარხართ. ჩემი პატარა საქართველოდან მსოფლიომდე გავიტან ამ ხმას და სულ ვიამაყებ, რომ ქართველი ვარ! აღარასოდეს არ დამიწეროთ, რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, უფრო წარმატებული იქნებოდიო. საწყენიცაა და უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ზუსტად საიდანაც ვარ, ეგ ადგილი ვასახელო! ჩემი საქართველო!“, – წერს ნუკა კვალიაშვილი.
ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ”საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტმა პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული, მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ისაუბრა:
"მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემ მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის..."