"წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია" - რა კადრებს გვიზიარებს სალომე ღვინიაშვილი - Marao

"წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია" - რა კადრებს გვიზიარებს სალომე ღვინიაშვილი

2024-06-27 17:19:54+04:00

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტურ­ში, F ჯგუფ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და და­ა­მარ­ცხა, ან­გა­რი­შით 2:0. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, რაც მე-2 წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლით გაგ­რძელ­და.

მან პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის კარი მი­ქა­უ­ტა­ძის გა­და­ცე­მის შემ­დეგ აიღო. ამის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ე­უფლნენ და უპი­რა­ტე­სო­ბაც მათ მხა­რეს იყო, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბი კარ­გად იცავ­დნენ თავს. მე-16 წუთ­ზე თა­მაშ­ში ჩარ­თვა მო­უ­წია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც რო­ნალ­დუს უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმა მო­ი­გე­რია. 

57-ე წუთ­ზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ის კარ­ში პე­ნალ­ტი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ი­ტა­ნა. ეს მისი მე-3 გო­ლია ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი წა­აქ­ცი­ეს, VAR-ზე გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ მსაჯ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ნიშ­ნა, რაც ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ამჯერად ემოციურ კადრებს სალომე ღვინიაშვილი ავრცელებს: 

  • ფოტოები: "ყოველთვის გამორჩეული" - სალომე ღვინიაშვილი მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს 
  • "ოჯახური პორტრეტი" - ნიტა ხიზანიშვილი მშობლებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.

სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.

სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. დათუნა მართლაც ძალიან ჰგავს დედას...

„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასუნა შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.

სალომეს შვილებთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. მისი უფროსი ვაჟი დათუნა მუსიკალური პროდიუსინგით არის დაკავებული; ტასო, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, უნივერსიტეტში ჩაბარებას ინგლისში, კრიმინოლოგიის მიმართულებით აპირებს; ხოლო ნიტა, როგორც სალომე წერს, ტექნიკური საგნებითაა გატაცებული, მაგრამ რას ისწავლის მომავალში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.