"თუ ესპანეთთან მოვიგეთ, მე წელს გავთხოვდები" - ანანო სახელაშვილის სახალისო ვიდეო და დაპირებები 30 ივნისისთვის - Marao

"თუ ესპანეთთან მოვიგეთ, მე წელს გავთხოვდები" - ანანო სახელაშვილის სახალისო ვიდეო და დაპირებები 30 ივნისისთვის

2024-06-28 12:18:22+04:00

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და უერთდება ტრენდს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები EURO 2024-ზე საქართველოს მოგების შემთხვევაში განსხვავებულ პირობებს დებენ. ანანომ ეს ვიდეო მეგობრებთან ერთად გადაიღო. ზოგი ვარჯიშის დაწყების, ზოგი თმის შეღებვის პირობას დებს, ანანო კი ამბობს, რომ მოგების შემთხვევაში გათხოვდება. 

  • "ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა, უკვე მეშვიდე წელია ერთად ვართ" - ანანო სახელაშვილი პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და თავის მოვლაზე 

ანანოს შეყვარებული უკვე არაერთი წელია, ფეხბურთელი ზვიო ლობჯანიძეა. მათი მეგობრები წყვილის დაოჯახებაზე ხშირად ხუმრობენ და სახალისო ვიდეოებს ამ თემაზე  თავად ანანო და ზვიოც იღებენ ხოლმე. "ჩვენი ბედი თქვენს ხელშია", - წერს ის სოციალურ ქსელში. 

ანანო სახელაშვილის ცხოვრება 

 - "ანანო და გათხოვება" -  ამ თემაზე ბევრი ვიდეოც ჩაგიწერია, სულ ხუმრობ და ხალხს აინტერესებს, მართლა უნდა თუ არა ანანოს გათხოვება?

- არა, არ მინდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა. არ გვეჩქარება, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ისედაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ჯერ რაღაც-რაღაცებს ვაკეთებთ და ვალაგებთ ჩვენი მომავლისთვის. ასე რომ, არსად არ ვჩქარობთ.

  • "გავთხოვდი და უზბეკეთში წავედი, მოვ­წყდი ოჯახს, სა­მე­გობ­როს, სა­ქარ­თვე­ლოს, როგორ გადავიტანე, არ ვიცი..." - უმშვენიერესი მოდელის, მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას ოჯახი, განშორება და რთული მომენტები 

- შენ და ზვიოს ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ, შენსავით მხიარული ჩანს; სად გაიცანი ის და რამდენი ხანია ერთად ხართ?

- ზვიო ერთ-ერთ გუნდში გავიცანით, ბოლნისის "სიონში" ვმუშაობდი, სადაც ზვიო ფეხბურთელი იყო. მე თამაშებს ვიღებდი და ასე შემთხვევით შევხვდით. თავიდან ერთმანეთს არ ვესალმებოდით, მორიდებულია ზვიო. რამდენჯერმე გუნდის გარეთ შემხვდა შემთხვევით. სულ მიჩვეული ვიყავი, რომ სპორტულ ან საფეხბურთო ფორმაში ვხედავდი და ჩვეულებრივ სამოსში ვერ ვიცანი, ვფიქრობდი, რა ნაცნობი სახე აქვს, საიდან მეცნობა-მეთქი. შემდეგ რამდენჯერმე შემთხვევით კიდევ შემხვდა და საბოლოოდ გავიცანით ერთმანეთი. პარალელურად, ერთ გუნდში ვმუშაობდით და ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა. უკვე მე-7 წელია ერთად ვართ - ამბობდა ანანო სახელაშვილი ჩვენთან ინტერვიუში 2021 წელს.