"რონალდო, 2013 წელი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი - Marao

"რონალდო, 2013 წელი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

2024-06-28 13:40:34+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა.

„მახ­სოვს, რო­გორც კი გა­ვი­მარ­ჯვე, ვთქვი, დღე­ი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სე­ბა-მეთ­ქი. ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი“ - იხსენებს მოდელი. ჯანეტი „მის სამყაროზეც“ წარადგინეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ წავიდა. თუმცა მისი წინსვლა კარიერაში მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ „მის სამყაროს“ გარეშეც დიდ წარმატებას აღწევს ის ყველაფერში. 

  • "ორი ანგელოზი" - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და პატარა ანნას უსაყვარლესი კადრები 

უმშვენიერეს ჯანეტს ხშირად იწვევდნენ გადაცემებში და მისი განცხადებები ოჯახისა და ოჯახში ცოლ-ქმრის როლების შესახებ არაერთხელ გახდა კრიტიკისა და განხილვის საგანი. 

ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ, ემა ხაჟომიამ, სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. წლების წინ, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.

ჯანეტ ქედიყოშვილი და ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება.

  • "ნამდვილი ქართული ოჯახი" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

ნოეს და ჯანეტს ერთი ქალიშვილი, ანნა ჰყავთ და მეორეს ელოდებიან. წყვილმა სასიხარულო სიახლე სულ ცოტა ხნიწ ინ გაამხილა და კადრები სქესის გაგების ცერემონიიდანაც გამოაქვეყნა. 

ამჯერად ჯანეტი საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმიანება და სოციალურ ქსელში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად წლების წინ გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: