„გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!…" - გია ბაღაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობს - Marao

„გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!…" - გია ბაღაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობს

2024-07-01 09:36:16+04:00

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მერ­ვე­დფი­ნალ­ში, სა­ქარ­თვე­ლო ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 4-1 და­მარ­ცხდა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ, 1:1 დას­რულ­და. მე­ო­რე ტა­იმ­ში ეს­პა­ნეთ­მა წნე­ხი გა­აძ­ლი­ე­რა და კი­დევ უფრო მეტი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. სწრაფ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა, გოლი სა­კუ­თარ კარ­ში მეთ­ვრა­მე­ტე წუთ­ზე ლე ნორ­მან­დმა შე­აგ­დო.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და პლეი-ოფში გა­ვი­და.

ეროვნულ ნაკრებს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მათ შორის, გია ბაღაშვილიც, რომელიც შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აზიარებს:  

„გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!…

ვუგულშემატკივროთ ჩვენს საამაყო ნაკრებს! დღეს ერთად გავიმარჯვებთ!!!“, – წერს გია ბაღაშვილი.

გია ბაღაშვილი წლების მანძილზე დაქორწინებული იყო მსახიობ თაკო ტაბატაძეზე. მათ 4 ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.

10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვს და თანაბრად არიან ჩართულები გოგონების აღზრდაში. 

  • "მარიამი თავის კლასელებთან ერთად საფრანგეთს წარადგენდა, ხოლო ანასტასია – ესპანეთს" - რა ფოტოებს აქვეყნებს გია ბაღაშვილი 
  • "დღეს მნიშვნელოვანი დღე ჰქონდათ" - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

ვინ არის გია ბაღაშვილი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1994 წელს (მუსმცოდნეობა, ფოლკლორის განხრით). 1990 წელს დააარსა ფოლკლორული ჯგუფი "მიმინო"; 1995 წლიდან ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, პარალელურად 1995-2005წწ. იყო შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისის" მუსიკალური ხელმძღვანელი, 2005 წლიდან გენერალური დირექტორი; 2006 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი "ქუჩის მუსიკოსები"; 2001-2006წწ. ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ე. თაყაიშვილის სახელობის თბილსისი კულტურის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი(მუსიკალური ფოლკლორი), პროფესორი; მისი თაოსნობით ჩატარებულია მრავალი შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, ბენეფისი, სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი; ავტორია ორი საავტორო ტელეპროექტის ხალხური მუსიკის შესახებ: "შემოძახილი", "საახალწლო"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, გერმანია, იტალია, მალტა ჯგუფ "მიმინოსთან " ერთად; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

გია ბაღაშვილის მამა

ჯემალ ბაღაშვილი  ქართველი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი, თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1973 წელს.

1961–1964 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი. 1964–1968 წლებში — ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს „ლილეს“ სოლისტი. 1968 წლიდან ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი. მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის“ გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია.