ინფლუენსერ ცოლ-ქმარს დღეს სოციალურ მედიაში უკვე კარგად იცნობენ. ცოლ-ქმარმა საერთო საქმე მალევე დაიწყო, რომელიც წარმატებული გამოდგა. ცოტა ხნის წინ კი თეონა ჩაჩუამ და გიორგი დანელიამ ახალი, გამორჩეული და რაც მთავარია, კომფორტული ბრენდი, სახელწოდებით squad. შექმნეს.
თეონა ჩაჩუას და გიორგი დანელიას ბრენდი
"ბრენდის შექმნის იდეა ჩემი და გიოს პირადი საჭიროებებიდან წამოვიდა. გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ჩვენი ყოველი დილა დაკავშირებული იყო ფიქრის ხანგრძლივ პროცესთან, რა ჩაგვეცვა ისეთი, რითაც მთელი დღის დაგეგმილ აქტივობებს მოვერგებოდით. squad. ამ ყოველდღიურ პრობლემებს გვიმსუბუქებს - „ოვერსაიზ“ ფერადი ჰუდების დახმარებით, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია გამოვიყურებოდე შესაფერისად, დიდი ძალისხმევის გარეშე და თავს ვგრძნობდე კომფორტულად. კომფორტი კი, თავის მხრივ, ჩემთვის სიმშვიდისა და პროდუქტიულობის გარანტია", - ამბობდა თეონა.
შვილები
თეონა ჩაჩუა სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურად ავრცელებს. ინფლუენსერი თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს, თავისა და ტანის მოვლის შესახებ რჩევებსაც აზიარებს. ჩაჩუას გამომწერები მისგან ინოვაციურ, გამორჩეულ რჩევებს ხშირად ელოდებიან.
თეონა ორი შვილის დედაა. უფროსი შვილი კირა დედის სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. მეორე შვილი კი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა.
ამჯერად თეონა ახალ ვიდეოს გვიზიარებს: