ბექა ხოფერია იტალიაში დაქორწინდა: თიკა ჯამბურია გრანდიოზული წვეულების კადრებს აქვეყნებს - Marao

ბექა ხოფერია იტალიაში დაქორწინდა: თიკა ჯამბურია გრანდიოზული წვეულების კადრებს აქვეყნებს

2024-07-02 09:58:30+04:00

თიკა ჯამბურია შვილთან ერთად ყოფილი ქმრის, ბექა ხოფერიას ქორწილში იმყოფება. მომღერალს საოცარი წითელი კაბა აცვია და შესანიშნავ ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ ქორწილი, იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ხოფერიას რჩეული სოფო ქურდიანია. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. 

  • "ოცნებები ნამდვილად ხდება" - თიკა ჯამბურია "მასტერშეფის" გამარჯვებულია 
  • მზის ჩასვლა და რომანტიკული კადრები - თიკა ჯამბურია რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს 

ბექა ხოფერია

დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე, ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო...

რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ორი წლის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.

ბექა ხო­ფე­რია დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. 2019 წელს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "აპარტ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ და­ა­ფუძნა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ქურ­დი­ანს, ის კომ­პა­ნია Showroom Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია...

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი Forbes Georgia-ს ოქ­ტომ­ბრის თვის ნომ­რის ყდა­ზეც მოხ­ვდა, გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ას გას­ცდა და იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ წელს, უკვე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.