რონალდოს - ვირთევზა, კვარას - ხინკალი... რომელი კერძები უყვართ ყველაზე მეტად ფეხბურთის ვარსკვლავებს? - Marao

რონალდოს - ვირთევზა, კვარას - ხინკალი... რომელი კერძები უყვართ ყველაზე მეტად ფეხბურთის ვარსკვლავებს?

2024-07-02 17:04:09+04:00

ფეხბურთის გულშემატკივრებს და არამხოლოდ მათ, ხშირად აინტერესებთ, თუ როგორ იკვებებიან მათი საყვარელი სპორტსმენები და რომელია მათი საყვარელი კერძები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია იმ ფეხბურთელების საყვარელი კერძების შესახებ, რომლებიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.

  • რა არის ჩაკვეტაძის საყვარელი "გოჯი ბერი" და რატომ უმზადებს კონსტანტინე თედელური ფეხბურთელებს მას? 

კრიშტიანუ რონალდუ

ცნობილი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც თავისი წარმოუდგენელი ფიზიკურობითა და კვების მკაცრი რეჟიმითაა განთქმული. ვარსკვლავი თავს იკავებს შაქრიანი საკვების მიღებისგან, ასევე ერიდება წითელ ხორცს, ალკოჰოლს და გაზიან სასმელებს.

39 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის საყვარელი საჭმელია Bacalhau à Brás - ეს არის კლასიკური პორტუგალიური კერძი, რომელიც მზადდება დაქუცმაცებული მარილიანი ვირთევზათი ან ბაკალჰაუით, ასევე ხახვით, წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილითა და ათქვეფილი კვერცხით.

ჯუდ ბელინგემი

ინგლისელი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი დიდ ყურადღებას აქცევს კვებას. The Athletic-ის ცნობით, ბელინგემმა დაიქირავა პირადი შეფმზარეული ალბერტო მასტრომატეო, რომელიც ყოველდღიურად გულდასმით აწესრიგებს ვარსკვლავის კვების რაციონს.

ფეხბურთელის კვების რაციონი მოიცავს ბერძნულ იოგურტს შვრიის ფანტელებით და ჩიას თესლებით, პომიდვრის ტოსტს და ასევე უცხიმო დიეტებს. ვარსკვლავი უპირატესობას ანიჭებს მჭლე ცილოვან საკვებს, როგორიცაა ინდაური, ქათამი და ა.შ.

  • "გიორგი საქართველოში ახლა გახდა აღმოჩენა, თორემ ირანში თაყვანისმცემლების არმია ჰყავს..." - რას ჰყვება გიორგი გველესიანის მეუღლე 

როგორც ამბობენ, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ ბიჭს ძალიან უყვარს მოხარშული ლობიო კვერცხთან ერთად, რომელიც, როგორც ამბობენ, მისი საყვარელი საკვებია.

ბუნებრივია, მოხარშული ლობიო მცენარეული პროტეინის კარგი წყაროა და მდიდარია ბოჭკოებით, ასევე დაბალია ცხიმებითა და კალორიებით, ხოლო დილით ტოსტზე ათქვეფილ კვერცხთან ერთად მისი მიღება ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ იყოთ მხნედ ვარჯიშისთვის.

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი კერძი ხინკალია. ის ამის შესახებ „აჭარასპორტთან“ ინტერვიუში საუბრობს.

წაიკითხეთ სრულად