ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. დიზაინერი საოცარ კაბაში იყო წარმოდგენილი და როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა.
"დიდი მადლობა ყველას, ვისაც გავახსენდი, არ დაიზარა და მომილოცა! ჯადოსნური დღეა ადამიანის დაბადების დღე! ენერგია, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, ის არის, რისთვისაც ცხოვრობს და არსებობს ჩვენი სული! ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიმიღია ამ ცხოვრებაში, თქვენი სიყვარულია, რასაც თვალისჩინივით ვუფრთხილდები. დიდი მადლობა.
პ.ს. ძველი დაბადების დღის ფოტოებს გიზიარებთ, რომელიც 2 წელი მქონდა შენახული, რატომ, მეც არ ვიცი", - დაწერა ანუკი არეშიძემ.
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.