esport.ge სახლში ყველასათვის საყვარელ და გამორჩეულ წყვილს, სალომე ღვინიაშვილსა და ზურა ხიზანიშვილს ესტუმრა. სახლის დიზაინი მართლაც განსხვავებულია.
"სამზარეულო სახლში ყველაზე გამორჩეული და უცხო ადგილია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ინტერიერში ყველა დეტალი სიზუსტით გაკეთებულიყო" - ამბობს სალომე.
სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. დათუნა მართლაც ძალიან ჰგავს დედას...
„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.
წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასუნა შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
სალომეს შვილებთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. მისი უფროსი ვაჟი დათუნა მუსიკალური პროდიუსინგით არის დაკავებული; ტასო, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, უნივერსიტეტში ჩაბარებას ინგლისში, კრიმინოლოგიის მიმართულებით აპირებს; ხოლო ნიტა, როგორც სალომე წერს, ტექნიკური საგნებითაა გატაცებული, მაგრამ რას ისწავლის მომავალში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, წარსულში ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟია. ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციას იკავებს.
ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, „დინამოში“ დაიწყო, სადაც მამამისმა ნოდარ ხიზანიშვილმა დინამოს ძლიერების ზენიტის წლები გაატარა. „დინამოში“ ხიზანიშვილმა ერთი სეზონი დაჰყო, მომავალ სეზონში კი საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა კლუბი. ამჯერად მისი ახალი კლუბი ასევე თბილისური „ლოკომოტივი“ გახდა. „ლოკომოტივიდან“ კი უცხოეთში, შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ „დანდიში“ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელის შოტლანდიაში გადასვლამ შოტლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამიოწვია და ბრიტანეთის მასშტაბით არცთუ გამორჩეული კლუბი, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში.
ზურაბ ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერა დაიწყო 1999 წლის 5 ივნისს. მალე იგი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც მან 8 თამაში ჩაატარა. მისი რეგულარული სანაკრებო კარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2007 წელს ზურას კონფლიქტი მოუვიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან, თუმცა ტოპმიოლერის შემცვლელმა, ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა გამოცდილი მცველი ნაკრებში დააბრუნა. ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ხიზანიშვილს ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა. 2013 წელს ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.