"გილოცავ, საქართველო, ასეთი მაგარი ხალხი რომ გყავს!" - ქართველების კიდევ ერთი ტრიუმფი გერმანიაში, ამჯერად სცენაზე - Marao

"გილოცავ, საქართველო, ასეთი მაგარი ხალხი რომ გყავს!" - ქართველების კიდევ ერთი ტრიუმფი გერმანიაში, ამჯერად სცენაზე

2024-07-06 11:30:02+04:00

გერმანიაში, ელმაუს ისტორიულ სასახლეში ქართული მუსიკისა და კულინარიის ფესტივალი გაიხსნა. "გილოცავ, საქართველო, რომ ასეთი მაგარი ხალხი გყავს!", - ამბობს კულისებში გადაღებულ კადრებში ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი ლიზა ბათიაშვილი. 

  • ასევე დაგაინტერესებთ: 5 ქართველი ქალის წარმატების ამბავი უცხოეთში 

3 ივლისს პირველი საფესტივალო კონცერტი გაიმართა – მენდელსონისა და ფრანკის ნაწარმოებებთან ერთად ლიზა ბათიაშვილმა და გიორგი გიგაშვილმა ვაჟა აზარაშვილისა და სოსი ბარდანაშვილის სავიოლინო პიესები შეასრულეს. მოგვიანებით კი სცენა ნატალია ქუთათელაძემ და სანდრო ნებიერიძემ დაიკავეს. 

"ფესტივალი 7 ივლისამდე გაგრძელდება. საერთაშორისო აღიარების ქართველ სოლისტებს ელმაუს სასახლეში არაერთი კონცერტი გაუმართავთ, თუმცა ასეთი მასშტაბით და ფესტივალის სტატუსით ქართული კულტურის წარმოჩენა პირველად ხდება. ელმაუს სასახლეს არაერთი ისტორიული შეხვედრისთვის უმასპინძლია, მათ შორისაა დიდი ქვეყნების შვიდეულის პრეზიდენტების (G7) შეხვედრები“, - ამბობენ ორგანიზატორები. 

  • ასევე დაგაინტერესებთ: ვიდეო: "ეს არის საქართველო... ჩვენი ქვეყნის სიამაყე" - ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის მიერ შესრულებული გენიალური გია ყანჩელი 

კადრები ფესტივალიდან ნატალია ქუთათელაძემაც გამოაქვეყნა: "პატარა საქართველო ბავარიაში" - წერს ის. კომენტარებში კი აღნიშნავენ, რომ ქართველებმა გერმანელები ჯერ ფეხბურთით, შემდეგ კი მუსიკით გააოცეს. 

ნატალია ქუთათელაძე

ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

წაიკითხეთ სრულად