"მა­შინ ორი­ვე 22 წლის იყ­ო... მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ" - გურამ კაშიას სამართალმცოდნე მეუღლე და მათი სიყვარულის ისტორია - Marao

"მა­შინ ორი­ვე 22 წლის იყ­ო... მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ" - გურამ კაშიას სამართალმცოდნე მეუღლე და მათი სიყვარულის ისტორია

2024-07-08 14:01:37+04:00

"დღეს ოქ­როს ბი­ჭის და­ბა­დე­ბის დღეა. შენ სა­უ­კე­თე­სო ხარ, კა­პიტ­ნად და­ბა­დე­ბუ­ლი, ოჯა­ხის სი­ა­მა­ყე, მიყ­ვარ­ხარ“ – ასე მი­უ­ლო­ცა ორი დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან გუ­რამ კა­ში­ას მე­უღ­ლემ და­ბა­დე­ბის დღე.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ გა­ი­ზარ­და. ყო­ველ­დღი­უ­რად მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნდე­ბა მათ ცო­ლებ­ზე, მშობ­ლებ­ზე, შვი­ლებ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გუ­რამ კა­ში­აა. 37 წლის კა­პი­ტან­მა 22 წლის ასაკ­ში თამ­თა გი­გაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, ალექ­სან­დრა.

  • "პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო" - გურამ კაშია მეუღლის შესახებ 

თამ­თა პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა, თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ­თვის მე­უღ­ლეს ახ­ლავს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ის თა­მა­შობს. მისი ცხოვ­რე­ბა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბი­სას ჰგავს. ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მე­დი­ის­გან და უარი სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ზე.

 ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გა­აც­ნოთ, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და მალე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბევ­რი აღარ უფიქ­რი­ათ და და­ო­ჯა­ხე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მა­შინ ორი­ვე 22 წლის იყ­ო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თამ­თა იხ­სე­ნებ­და:

- ერ­თად თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დით და ერ­თმა­ნე­თის ყო­ველ­თვის უთ­ქმე­ლად გვეს­მო­და. დიდი ქორ­წი­ლი არ გვქო­ნია, რად­გან არც მე და არც გუ­რამს არ გვქონ­და ამის სურ­ვი­ლი. ჩვე­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­ვნიშ­ნეთ... თეთ­რი კა­ბის ჩაც­მა­სა და ქორ­წილ­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, სა­ქორ­წი­ლო კაბა ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­მო­ვიც­ვა­ლე.

  • სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლე, რთული პერიოდი და დიდი დაბრუნება ნაკრებში - ჯაბა კანკავას ცხოვრების საინტერესო მომენტები 

კა­პი­ტა­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლეა. ამას 15-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბაც მოწ­მობს. ცოლი ამ­ბობს, რომ მათ ოჯახ­ში სრუ­ლი იდი­ლი­აა და ილუ­ზი­ე­ბით არ ცხოვ­რო­ბენ.

- სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლეა და ამა­ვე დროს, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი­ცაა. რო­მან­ტი­კუ­ლი "ნა­ტუ­რა" არც ერთი არ ვართ. ცხოვ­რე­ბას რე­ა­ლუ­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ, ილუ­ზი­ე­ბით არ ვცხოვ­რობთ. ხა­სი­ა­თე­ბი­თაც ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, რის გა­მოც ჩვენს ოჯახ­ში სრუ­ლი იდი­ლი­აა.

მას­თან ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყა­ვი. არ მახ­სოვს, რომ რა­ი­მე­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად გვე­კა­მა­თოს, ყვე­ლა­ფერ­ზე ვთან­ხმდე­ბით და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­ში."

ბედ­ნი­ე­რია გუ­რამ კა­ში­აც, რო­მე­ლიც წლე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლე­ზე იტყვის, რომ ის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნია, ვინც კი შეხ­ვედ­რია.

წაიკითხეთ სრულად