"ჩემი ბიჭები" - ნინო მუმლაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

"ჩემი ბიჭები" - ნინო მუმლაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2024-07-09 11:18:19+04:00

მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი მეუღლე გუგა გოგინაშვილი მცირე ხნის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ. უსაყვარლეს პატარას რონი დაარქვეს.

„ჩემი ბიჭები“ – წერს ნინო მუმლაძე და ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.

  • "ყველა მეუბნებოდა, არ გარისკო ფიზიოლოგიურად მშობიარობა, 38 წლის ასაკში პირველი მშობიარობისთვის ჯობია საკეისრო გაიკეთოო" - ნინო მუმლაძე დედობის გამოცდილებაზე 
  • “40 წლის ვხდები და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება" - რას ამბობს ნინო მუმლაძე ოჯახზე, ურთიერთობებსა და თავის პატარა ბიჭუნაზე 

ნინო მუმლაძე

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემ გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს" - ამ­ბობდა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მშვე­ნი­ე­რი ნინო მუმ­ლა­ძე, რომელიც მაყურებელმა წლების წინ პოპულარული სერიალებიდან თუ სპექტაკლებიდან გაიცნო.

"თავიდან ჩემი ბიჭის დაბადების სავარაუდო თარიღად 2 ივნისი დაასახელეს, თუმცა მერე მითხრეს, წონით ცოტა დიდია და შესაძლოა, ცოტა ადრე დაიბადოსო. იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, ლიფტის კარი გაიღო, მივიხედ-მოვიხედე და გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული. ვამბობდი, ბედმა მომიყვანა ისევ აქ-მეთქი. ექიმს რომ შევხვდი, მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა: მახსოვს ეგ გადაღება, მეუბნებოდნენ, კადრში შემოდი და დავიმალეო", - იხსენებდა ნინო ცოტა ხნის წინ. 

ნინოს მეუღლე ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა ქორწილს ბავშვის გაჩენის შემდეგ გეგმავენ.

„მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა ჯერ დაკანონებული არ გვაქვს და შემოდგომისთვის ვგეგმავთ. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაშინ შემომთავაზა ხელის მოწერა, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვაბამდით თავს, მუცელიც გამეზრდებოდა და წონაშიც მოვიმატებდი, ამიტომ უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ დავიკლებ და გავლამაზდები, მერე გადავიხდი ქორწილს-მეთქი. ორსულობის პერიოდში 17 კილო მოვიმატე. კი მეუბნებიან, კარგად გამოიყურები, ლამაზი ხარო, მაგრამ მინდა, რომ ქორწილში ბევრად გამხდარი ვიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მინდა, ისეთი ლამაზი ვიყო, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდეს", - ამბობს მსახიობი.