ოთხშაბათს, 3 ივლისს, 65 წლის ტიმ ბარტონი რომში 64-ე Globo d'Oro დაჯილდოებაზე მონიკა ბელუჩისთან ერთად გამოჩნდა. იშვიათი საჯარო გამოსვლისას ბარტონმა მსახიობს სახეზე აკოცა.
ბელუჩიმ ბარტონთან ურთიერთობა 2023 წლის ივნისში დაადასტურა.
”რა შემიძლია ვთქვა… მოხარული ვარ, რომ შევხვდი ამ კაცს... ეს არის ერთ-ერთი იმ შეხვედრებიდან, რომელიც ცხოვრებაში იშვიათად ხდება... მე ვიცნობ მას, მიყვარს... იწყება კიდევ ერთი თავგადასავალი“.
ბელუჩიმ და ბარტონმა ერთმანეთი პირველად 16 წლის წინ გაიცნეს, მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ლონდონში, Lumiere-ის კინოფესტივალზე შეხვდნენ. მონიკა და ტიმი ამჯერად Diabolik Chi Sei-ის პრემიერაზე, რიგით მეთვრამეტე კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ და პაპარაცების ყურადღებაც მალევე მიიქციეს.
რაც შეეხება წყვილის წარსულ ურთიერთობებს, ტიმ ბარტონი წლების განმავლობაში დაქორწინებული იყო ჰოლივუდის მსახიობ ჰელენ ბონემ კარტერზე. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და იდეალური თავსებადობისა, 2014 წელს წყვილი მოულოდნელად განქორწინდა. მონიკა ბელუჩი კი წლების განმავლობაში მსახიობ ვენსან კასელზე იყო დაქორწინებული. ისინი ჰოლივუდის საკულტო წყვილად მიიჩნეოდნენ და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდათ. 13-წლიანი თანაცხოვრებისა და 2 ქალიშვილის შემდეგ ისინი განქორწინდნენ.