"უზომოდ ბედნიერი ვარ რომ დედიკოდ ამირჩიე" - თაკო ჩხეიძე უმცროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

"უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ დედიკოდ ამირჩიე" - თაკო ჩხეიძე უმცროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს

2024-07-11 14:48:09+04:00

თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო მალევე შეიყვარა კიდეც.  

თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.  

ამჯერად თაკოს უმცროსი შვილი იუბილარია. მოდელი შვილს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს: 

  • "ულამაზესი წყვილი" - თაკო ჩხეიძის რომანტიკული მოგზაურობა მეუღლესთან ერთად 
  • "მომხიბვლელი და მომაჯადოებელი გოგო ხარ" - თაკო ჩხეიძე მალდივებიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს. მოდელის სტილი დიდი მოწონებას იმსახურებს 

თაკო ჩხეიძის ოჯახი

თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 23 წლის სერგი, 15 წლის ალექსანდრე და 13 წლის დავითი.

თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგიმ საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად  ბიზნესის სფერო აირჩია.