35 წლის დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მისი და ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წყვილი პოპულარობას დიდი ხანია, არ კარგავს. კახას და ანუკის 4 ვაჟი ჰყავთ, პარალელურად კი დიზაინერი აგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას, ქმნის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქალის ხაზს, ასევე, ბავშვის სამოსსა და მუშაობს თავის მოვლის საშუალებების ხაზზეც.
ანუკი არეშიძეს ჰყავს ორი ძმა, რატი და გიორგი არეშიძეები და მშობლები, მამა ბადრი არეშიძე და დედა - ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ჭუმბურიძე. სწორედ დედა გახდა შთაგონების წყარო ანუკი არეშიძისთვის რამდენიმე "ლუქის" შექმნისას. ერთ-ერთი მათგანი დიზაინერმა საკუთარ იუთუბვლოგში წარმოადგინა:
"ეს პიჯაკი და ქვედაბოლო დედაჩემის ინსპირაციითაა შექმნილი, რომელიც ჩემს ატელიეში შევკერე მორჩენილი ქსოვილისგან. დედაჩემის ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტო ვიპოვე, სადაც ჩანდა, რომ ქალბატონ ნინოს ჰყვარებია წელზე აქცენტირებული სამოსი. ეს არის მთლიანად დედაჩემი. თავშალი იყო მისი განუყრელი აქსესუარი. მაშინაც უყვარდა და დღემდე უყვარს სათვალე, სახლში გვქონდა ძალიან დიდი რაოდენობის ყველა ფორმის სათვალე. ასეთ გარემოში რომ იზრდები, გავლენას შენზეც ახდენს..." - ამბობს ანუკი არეშიძე.
დიზაინერმა ამავე ვიდეოში ისაუბრა აბრეშუმის კაბაზეც, რომელიც მას სამი წლის წინ საკუთარ დაბადების დღეზე ეცვა. ნაზი, სადა და დახვეწილი გრძელი კაბა ანუკიმ ე.წ. კოვბოი ჩექმასთან და დიდი ზომის შლაპასთან ერთად მოირგო. ამ "ლუქით" ანუკიმ დაბადების დღის წვეულება კახეთში აღნიშნა.
"მამაჩემს ძალიან ეცინება, ამ კაბით რომ ჩავედი კახეთში მარწყვის მოსავლის ასაღებად, მაგრამ მიეჩვია და ახლა ჩემგან ეს აღარ უკვირს. შეიძლება თქვათ, რომ ხომ ჯობია, მოსავალი სპორტული სამოსით აიღოო, მაგრამ არა! არა, იმიტომ, რომ თავს ასე ვგრძნობ კარგად. ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ და არავისთვის სხვისთვის", - ამბობს ანუკი არეშიძე.
ნინო ჭუმბურიძე, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ენდოკრინოლოგია, საინტერესო ოჯახური ისტორია აქვს, რომელზეც ჟურნალ "გზაშიც" ისაუბრა.
ექიმის მამა დავით ჭუმბურიძე პირველი ქართული ფონდის, "ოქროს ფონდის" დამაარსებელი გახლდათ და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. სწორედ ის გახლდათ გვარების შეკრების იდეის ავტორიც. 90-იან წლებში დავით ჭუმბურიძე "კულინარიელების საძმოს“ მსხვერპლი გახდა. მამაკაცი დაყაჩაღებისას მოკლეს.
„ულამაზესი დედა გყოლია“ - ვინ არიან ანუკი არეშიძის საზოგადოებისთვის უცნობი მშობლები
ნინო ჭუმბურიძის დედა კახთაბაშიძეების შთამომავალი იყო. პროფესიით ექიმი ცნობილი ოჯახის შვილი 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა, ის სამაჩაბლოში ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელიც იყო.
ნინო ჭუმბურიძის მეუღლე ბადრი არეშიძე წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, თუმცა კახი კალაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სიძის თხოვნით, სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორდა.