"ძალიან ცელქი და ონავარი იყო, ლაღი და ხალასი" - ანუკი არეშიძის დედა, მამა და ორი ძმა: როგორი იყო ცნობილი დიზაინერის ბავშვობა და ოჯახური ისტორიები - Marao

"ძალიან ცელქი და ონავარი იყო, ლაღი და ხალასი" - ანუკი არეშიძის დედა, მამა და ორი ძმა: როგორი იყო ცნობილი დიზაინერის ბავშვობა და ოჯახური ისტორიები

2024-07-12 15:23:42+04:00

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ექიმ სი­დედრს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძე გარ­და იმი­სა, რომ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, სა­ინ­ტე­რე­სო ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­ზეც ჟურ­ნალ "გზა­შიც" ისა­უბ­რა.

ექი­მის მამა და­ვით ჭუმ­ბუ­რი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფონ­დის "ოქ­როს ფონ­დის" და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლდათ და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ის გახ­ლდათ გვა­რე­ბის შეკ­რე­ბის იდე­ის ავ­ტო­რიც. 90-იან წლებ­ში და­ვით ჭუმ­ბუ­რი­ძე "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლე­ბის საძ­მოს“ მსხვერ­პლი გახ­და. მა­მა­კა­ცი და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას მოკ­ლეს.

  • "ეს არის მთლიანად დედაჩემი - ეს კაბა მისი ახალგაზრდობის ინსპირაციით შევქმენი" - გაიცანით ანუკი არეშიძის დედა ნინო ჭუმბურიძე და მათი ოჯახური ამბები 

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის დედა კახ­თა­ბა­ში­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი 90-იან წლებ­ში წი­თელ ჯვარ­ში მუ­შა­ობ­და, ის სა­მა­ჩაბ­ლო­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლიც იყო.

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის მე­უღ­ლე ბად­რი არე­ში­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა კახი კა­ლა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სი­ძის თხოვ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს ჩა­მო­შორ­და.

  • ოჯახური ფოტოალბომი: "ჩემი რჩეული ოჯახი" - კახა კალაძე ანუკი არეშიძესა და შვილებთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს 

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ანუ­კი არე­ში­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლებს წე­რი­ლი მი­უ­ძღვნა:

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვის აქვთ იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რო­მლებ­საც ის­მე­ნენ, ყვე­ლა თე­მა­ზე რომ შე­მიძ­ლია სა­ა­თო­ბით ვე­სა­უბ­რო, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდუ­ლე­ბი არი­ან. არ იღ­ლე­ბი­ან, მე­ლა­პა­რა­კონ კარ­გზე და დღეს თუ 1% მა­ინც რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ამ ორი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თია ჩემ­თვის მათი სიყ­ვა­რუ­ლი..."

"ანუ­კის სა­ოც­რად ანე­ბივ­რებ­და მა­მა­მი­სი. ბი­ჭე­ბის დაც­ვა ბად­რის­გან მე მიხ­დე­ბო­და, ხოლო ანუ­კის ჩემ­გან მა­მა­მი­სი იცავ­და. უზო­მოდ ონა­ვა­რი და ცელ­ქი იყო, მო­უს­ვე­ნა­რი, თან ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი... ლაღი და ხა­ლა­სი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და. მე­ო­თხე ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და და მე და ბად­რიმ ანუ­კი პა­ტა­რას­თან ერ­თად და­ვი­ნა­ხეთ, ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ და ვუ­თხა­რით, - რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ წლე­ბის შემ­დეგ ის პა­ტა­რა გო­გო­ნა 4 ვაჟ­კა­ცის დედა იქ­ნე­ბო­დაო..." - იხ­სე­ნებს ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძე ანუ­კის და­ბა­დე­ბას ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წაიკითხეთ სრულად 

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.

წყვილს ოთხი ვაჟი, ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავს.