მომღერალი ნინო სურგულაძე გამომწერებს ნუნუ დუღაშვილის სიმღერას „კახეთო, ჩემო კახეთოს“ უზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ უსაყვარლესი სიმღერით კახეთს ეფერება.
„უსაყვარლესი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის სიმღერით ვეფერები კახეთს და თითოეულ თქვენგანს სიყვარულით“, – წერს ნინო სურგულაძე.
ნინო სურგულაძე
მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:
„ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან ორ შვილს ველოდებით” - ამბობდა ნინო. როგორც მან განმარტა, მომავალ მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, თუმცა ახლო ურთიერთობა ბოლო წლებში ჩამოუყალიბდათ და ერთად ცხოვრება ძალიან მალე, სამ თვეში გადაწყვიტეს.
ნინო სურგულაძის რჩეული ცნობილი მეცნიერის, გივი ინწკირველის შვილიშვილი, იურისტი გიორგი ინწკირველია. წყვილს 2020 წლის ივნისში ტყუპი, ზაქარია და ნატალია შეეძინა:სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის...“ - წერდა მომღერალი.
მას შემდეგ ნინო მთლიანად ოჯახურ ცხოვრებასა და შვილებზე გადაერთო, რაც მის სოციალურ ქსელზეც აისახა - მომღერალი ახლა ყველაზე ხშირად სწორედ ტყუპის ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებს, გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან კი უამრავ დადებით კომენტარს იღებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ნატალიაც და ზაქარიაც ძალიან ჰგვანან დედას.