მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან, ანნა სულაბერიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
„მე და ანნა თავისუფალი ბაღის საზაფხულო ვორქშოფზე მოვხვდით. კარავში წიგნი წავიკითხეთ მეგობრებთან ერთად, ჯანსაღი ხემსი, ჩემდა გასახარად ნამდვილად ჯანსაღი იყო: სეზონური ხილი, ბანანის კექსი შაქრის გარეშე და ახლად მომზადებული ხილის წვენი.
სთოუნ არტი, რომელიც გამსაკუთრებით მოეწონა ანნას. საოცარი გარემო, ბუნებასთან სიახლოვე, ფერადი და ლამაზად მოწყობილი ეზო, სიმყუდროვე, ბევრი ღიმილი და ზრუნვა.
ეს ყველაფერი ჩვენს საყვარელ ბაღშია“, – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა.
„მახსოვს, როგორც კი გავიმარჯვე, ვთქვი, დღეიდან ჩემი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება-მეთქი. ხალხისგან დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი“ - იხსენებს მოდელი. ჯანეტი „მის სამყაროზეც“ წარადგინეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ წავიდა. თუმცა მისი წინსვლა კარიერაში მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ „მის სამყაროს“ გარეშეც დიდ წარმატებას აღწევს ის ყველაფერში.
უმშვენიერეს ჯანეტს ხშირად იწვევდნენ გადაცემებში და მისი განცხადებები ოჯახისა და ოჯახში ცოლ-ქმრის როლების შესახებ არაერთხელ გახდა კრიტიკისა და განხილვის საგანი.
ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ, ემა ხაჟომიამ, სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. წლების წინ, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.
ჯანეტ ქედიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოეს და ჯანეტს ერთი ქალიშვილი, ანნა ჰყავთ და მეორეს ელოდებიან. წყვილმა სასიხარულო სიახლე სულ ცოტა ხნიწ ინ გაამხილა და კადრები სქესის გაგების ცერემონიიდანაც გამოაქვეყნა.