"ქართველი მგელი" - MMA-ის მსოფლიო ჩემპიონი პირველი ქართველი გოგოს, ლიანა ჯოჯუას ცხოვრების საინტერესო ამბები - Marao

"ქართველი მგელი" - MMA-ის მსოფლიო ჩემპიონი პირველი ქართველი გოგოს, ლიანა ჯოჯუას ცხოვრების საინტერესო ამბები

2024-07-13 14:42:08+04:00

ლიანა ჯოჯუა  ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია, რომელიც იბრძოდა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC). ჯოჯუას ინსტაგრამზე 613 ათასი გამომწერი ჰყავს. ლიანამ UFC-ში 4 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო.

ჯოჯუა პროფესიით მასწავლებელია. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. მას აქვს მუსიკალური განათლება ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით. 

ლიანა ჯოჯუას კარიერა 

ლიანას ინტერესი MMA-ს მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 16 წლის ასაკში ჯინა კარანოს ბრძოლებს უყურებდა. დაიწყო ვარჯიში მუაი ტაიში,  MMA-ში მისი  დებიუტი კი 2015 წლის სექტემბერში შედგა, რასაც გამარჯვებებისა და წარმატების სერია მოჰყვა. 

ბოლო 4 მარცხის შემდეგ, ლიანა UFC-მ გაათავისფლა, თავად სპორტსმენი კი 2022 წელს კარიერს დასრულებაზე საუბრობდა: 

"ასეთი ბრძოლების საჭიროება აღარ არის. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ მიყვარდა, მართლა მომწონდა. გავიზარდე გოგო, რომელიც სპორტში აქტიურად იყო ჩართული, დაახლოებით, 10 წლის მანძილზე. ახლა ეს სპორტი ასე აღარ მიყვარს. რაც უნდა ცუდად ჟღერდეს, ჩვენ ვიზრდებით და სიყვარული პროფესიაში უნდა გადაგვივიდეს. სხვა იდეები მაქვს ისეთი, რითაც ახალ პროფესიას დავეუფლები.  ჩემი ცხოვრება ბრძოლებით არ მთავრდება" - ამბობდა ლიანა. 

"ქარ­თვე­ლი მგე­ლი" - ასე მოიხსენიებდნენ ლიანა ჯოჯუას, თავად სპორსტმენს კი ეს სახელი ძალიან მოსწონდა. ეცმოიური იყო მისი ყოველი გამოჩენა რინგზე, როცა პირჯვარს იწერდა, ბრძოლის დასრულების შემდეგ კი "საქართველოს გაუმარჯოსო" - ამბობდა.

ლიანა ჯოჯუას ბავშვობა

"20 წლის მან­ძილ­ზე სულ ორ­ჯერ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი მა­ინც ვიცი. ან­ბა­ნი დე­დამ მას­წავ­ლა. მა­მას დამ­სა­ხუ­რე­ბაა უფრო მე­ტად, რად­გან გვთხოვ­და, სახ­ლში ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლად გვე­ლა­პა­რა­კა. მა­მა­ჩე­მი მეგ­რე­ლია, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნი დან, დედა კი ღამ­ბა­ში­ძეა გვა­რად, სუ­რა­მი­დან...

ყო­ველ­თვის სი­მარ­თლის მხა­რეს ვი­ყა­ვი და თუ ვინ­მეს აწყე­ნი­ნებ­დნენ, ვეხ­მა­რე­ბო­დი. ამ­ხა­ნაგს დე­და­მის­ზე რა­ღაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო უთხრეს, მე გა­მო­ვე­სარ­ჩლე და კა­მა­თის დროს სა­ჭი­დაო ილე­თის გა­მო­ყე­ნე­ბით ძირს და­ვაგ­დე. იმათ სა­ჩი­ვა­რი და­წე­რეს... თა­ვი­დან ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო მშობ­ლე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, უარს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ახლა კი მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და ამა­ყო­ბენ კი­დეც..." - ამბობდა ლიანა. 

ლიანა ჯოჯუას პირადი 

"ხუმ­რო­ბით ყვე­ლა ბიჭი მე­უბ­ნე­ბა, გვე­ში­ნი­აო, მაგ­რამ არ შე­მიმ­ჩნე­ვია რომ ამის გამო ერი­დე­ბოდ­ნენ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ბევ­რი მწერს, შენ­ნა­ირ ცოლს არ მო­ვიყ­ვან, რა კარ­გია, რომ არ გიც­ნობ, თო­რემ ათ­ჯერ გამ­ლა­ხავ­დიო და ა.შ. ბევ­რს გაც­ნო­ბა უნდა. ამას ყვე­ლა­ფერს ხუმ­რო­ბით მწე­რენ, თო­რემ კაცი მა­ინც ძლი­ე­რია, რო­გორ ვა­ჯო­ბებ? თუმ­ცა, ერთხელ კი ვცე­მე ვი­ღაც რუ­სეთ­ში..." - ამბობდა ლიანა. 

ლიანა ჯოჯუას პირად ცხოვრებაში არაერთი სკანდალიც ყოფილა. როცა მან UFC-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, სოციალურ ქსელში “სხეულის გაყიდვისკენ” მოუწოდებდნენ.

“არ მესმის, როგორ შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო იმ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეგნობის მიხედვით გაფასებენ. ცხვირზე შემომხედავდნენ და დამცინავად მეტყოდნენ, რომ გატეხილი მქონდა... 

  • "შავი მარგალიტი" - ქართველი ბალერინა, რომელსაც გრეგორი პეკთან რომანს მიაწერდნენ 
  • გასაოცარი წარმატება ამერიკაში და ოცნება საქართველოზე - სვიმონ დადიანის ძალიან საინტერესო ცხოვრება 

“მომიწოდებდნენ, ინტიმური ფოტოები გამეყიდა. როცა კონტრაქტი შეწყდა, ყველამ იფიქრა, რომ მოწერა შეეძლო და მე სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია სხეულის გაყიდვის გარდა. მსგავს რამეს კაც სპორტსმენს არასდროს მიწერენ”, – განაცხადა ჯოჯუამ.