საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შვილი, შაი, უსაყვარლესი გოგონაა.
მას საზოგადოება კარგად იცნობს და ხალხის მხრიდან მუდამ დიდ სიყვარულს იმსახურებს. შაის ახალ კადრებს სოციალურ ქსელში ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძე გვიზიარებს.

ნინი კვერნაძე
"ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება - მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს...", - ამბობდა ნინი კვერნაძე.
ნინი ფართო საზოგადოებამ სწორედ მეუღლის, "სახალხო ფეხბურთელის", ბუდუ ზივზივაძის განსაკუთრებული წარმატების შემდეგ გაიცნო. ბუდუმ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩში 2 გოლი გაიტანა და დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე ისტორიაში პირველად გასვლაში.
"მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება" , - ამბობდა ნინი.
ნინი კვერნაძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი საქმე არ აქვს, რადგან ბუდუს პროფესიის გამო ხშირად უწევთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც კარიერის შექმნას ართულებს. გარდა ამისა, წყვილს მცირეწლოვანი ქალიშვილი, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი შაი ჰყავს. ნინი ამბობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მთლიანად შაის აღზრდითაა დაკავებული.
ნინი კვერნაძე რომ შესანიშნავად გამოიყურება, ამაზე არავინ დავობს, თუმცა თავად ამბობს, რომ თავის მოვლის განსაკუთრებული რუტინა არ აქვს და არც მაკიაჟია მისი მოწოდება. სამაგიეროდ, თავისუფალ დროს უთმობს ენების შესწავლას, აკეთებს ორიგინალურ დღიურებს და ახერხებს, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს.