საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად არ აღიქვამ. გესმის, რომ ცხოვრება არაპროგნოზირებადი, ხშირად უსამართლო და ზოგჯერ სულელურია და რომ საუკეთესო საშუალება მის წინააღმდეგ იუმორის გრძნობის შენარჩუნებაა. თუმცა ხანდახან ადამიანები არასწორად აღიქვამენ შენს იუმორს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენ ებრძვი იმის აღიარებას, რომ ცხოვრება ისე არ წარიმართება, როგორც შენ მოელოდი. სამყარო სხვაგვარად გამოიყურება. ამ კვირაში დაიმახსოვრე, რომ არ უნდა გააგრძელო იგივე, რასაც ყოველთვის აკეთებდი. იყავი საკმარისად გაბედული, დასახე ახალი მიზნები და დაადექი ახალ გზას.
ხანდახან უარყოფ სხვა ადამიანების მცდელობებს, იზრუნონ შენზე. ამ კვირაში, როდესაც სხვები დახმარებას გთავაზობენ, მიესალმე მას - თუნდაც ეს შენი მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვდეს.
ამ კვირაში შენი ამოცანაა, შეწყვიტო საკუთარ თავზე ზეწოლა. მოგვიანებით ბევრი დრო დარჩება საკუთარი თავის გამოწვევისა და ზრდისთვის. ამ დროისთვის, გჯეროდეს, რომ უკვე აკეთებ იმას, რაც შეგიძლია და ეს საკმარისია.
შენ დიდ ენერგიას დებ იმაში, რომ სხვებს ასიამოვნო. გინდა, რომ გარშემომყოფებმა დაგინახონ, როგორც სანდო და მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებას უფრო ბედნიერს ხდის. შენ აცნობიერებ, რომ მოსიყვარულე ადამიანებს შეუძლიათ შრომის გაღება და სიამოვნებით იხარჯები. მაგრამ გავიწყდება, რომ ზუსტად იმავეს იმსახურებ. ამ კვირაში დაეყრდენი მეგობრებს ცვლილებებისთვის. მიიღე მათი ზრუნვა და სიყვარული.
წაგლეკავს უაზრო ემოციები. თავი ხელში აიყვანე. თუ წინა კვირაში შექმნილი პრობლემები კარგად გამოიყენე, მაშინ ახლა საუკეთესო დროა ადამიანებთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გაფართოებისათვის.
ამ კვირაში ეცადე, საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმო. გახსოვდეს, რომ კარგია, როცა შენი ემოციები და სურვილები შენთვის ღრმად მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ ეგოისტი ხარ.
ამ კვირაში ყურადღება მიაქციე გახსნილობას, შენს მეგობრებს შენთან დაახლოების ნება მიეცი. გჯეროდეს, რომ შეგიძლია აჩვენო შენი ნამდვილი სახე.
ბოლო დროს გაგიჭირდა საკუთარ საქმესა და ცხოვრებაზე ორიენტირება. ამ კვირაში, ასე ვთქვათ, თვალი ადევნე საკუთარ გეგმებს. სხვებთან ტემპის შენარჩუნება შენი საქმე არ არის. შენ გაქვს საკუთარი მიზნები, მომავალი, რომელიც უნიკალური და მშვენიერია და მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც სხვები აპირებენ.
როდესაც შენი ცხოვრება არ მიდის ისე, როგორც შენ გინდა - როცა სტრესში ხარ ფულის გამო, წუხხარ მომავალზე ან თავს მარტოსულად გრძნობ - მიდრეკილი ხარ ჩათვალო, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. ეუბნები საკუთარ თავს, რომ მეტი უნდა იმუშაო ან გაატარო დრო „უკეთეს“ ადამიანებთან. ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს იმაში, რაც საბოლოოდ შენს კონტროლს არ ექვემდებარება.
ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ მოეპყრო საკუთარ თავს ცვლილებების მიმართ თანაგრძნობით და მიიღო სხვებისგან სიკეთე და კეთილშობილება ისე, რომ არ იფიქრო იმაზე, „იმსახურებ თუ არა ამას“.
თეორიულად, შენ გჯერა ექსპერიმენტების, ახლის გამოცდის, ადამიანებისა და იდეებისადმი გულწრფელობის. თუმცა შეცდომების ხშირად გეშინია. არ მისცე საკუთარ თავს უფლება, ამან დაგაბრკოლოს. შეცდომები პროცესის აუცილებელი ნაწილია.