მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
ამჯერად ნინო სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს:
"ვგიჟდები ამ საოცრად წარმატებული გოგოზე! ვამაყობ, რომ ქართველია და ბედნიერებას ვუსურვებ", "ფანტასტიკური ნინო", "ყველაფერი ერთ ქალში" - წერენ კომენტარებში.
გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:
"ბედნიერი ოჯახი" - ნინო სურგულაძის ოჯახური კადრები მეუღლესთან ერთად
"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია" - რას ჰყვება ნინო სურგულაძე საკუთარი ბავშვობის, მეუღლისა და შვილების შესახებ.
ნინო სურგულაძის ოჯახი
„ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან ორ შვილს ველოდებით” - ამბობდა ნინო. როგორც მან განმარტა, მომავალ მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, თუმცა ახლო ურთიერთობა ბოლო წლებში ჩამოუყალიბდათ და ერთად ცხოვრება ძალიან მალე, სამ თვეში გადაწყვიტეს.
ნინო სურგულაძის რჩეული ცნობილი მეცნიერის, გივი ინწკირველის შვილიშვილი, იურისტი გიორგი ინწკირველია. წყვილს 2020 წლის ივნისში ტყუპი, ზაქარია და ნატალია შეეძინა:
"სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის...“ - წერდა მომღერალი.
მას შემდეგ ნინო მთლიანად ოჯახურ ცხოვრებასა და შვილებზე გადაერთო, რაც მის სოციალურ ქსელზეც აისახა - მომღერალი ახლა ყველაზე ხშირად სწორედ ტყუპის ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებს, გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან კი უამრავ დადებით კომენტარს იღებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ნატალიაც და ზაქარიაც ძალიან ჰგვანან დედას.