ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. თბილისის “მართვე” (1990-93), თბილისის “კაქტუსი” (1993-95), ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” (1995-96), თბილისის “ვითა” (1996-97), ბულგარეთის “ვარნა” (1997-98), თურქეთის “კარშიაკა” (1998), ესპანეთის “ლოს ბარიოსი” (1999), ისრაელის “ჰერცელია” (1999-2000), ბათუმის “ბასკო” (2000-01), პორტუგალიის “ოლივეირენშე” (2001-03), საფრანგეთის “დიჟონი” (2003-იდან), საქართველოს ნაკრების წევრი (1994 - 2007). ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (2004), საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (2006), პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 03), პორტუგალიის თასის ორგზის (2002, 03) და სუპერთასის მფლობელი (2003), ბულგარეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1998), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 01). პორტუგალიისა (2002) და ბულგარეთის (1998) ჩემპიონატების საუკეთესო კალათბურთელი.
ვატოსა და ნინოს 4 შვილი: თაკო, ანა, გუგა და ანდრია ჰყავთ. ამჯერად ნინა "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს გვიზიარებს:
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
ანა ნაცვლიშვილი დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია.
გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას მიჰყვება და კალათბურთელია, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრ გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილს კონტრაქტი გაუფორმა ლატვიურმა კლუბმა რიგა ზელიმ, რომელიც ესტონეთისა და ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. გუგამ გასული სეზონები ესპანეთში, კანარიასის ახალგაზრდულ კლუბში გაატარა, ხოლო ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა.
ყველაზე უმცროსი, ანდრია ნაცვლიშვილი ჯერ სკოლის მოსწავლეა და რა გზას აირჩევს, უცნობია.