ჟურნალისტ სალომე არშბას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს - იგი წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელი იყო და არაერთი გადაცემა მიჰყავდა. სალომემ კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო:
„მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები რომ ცვლილების დროა, თან რადიკალური ცვლილების. მადლობა "იმედს" ამ წლებისთვის და შესაძლებლობისთვის; მადლობა იმ იმედელებს, რომლებიც სულ გვგულშემატკივრობდნენ და ახლაც ასე გრძელდება; უდიდესი მადლობა მაყურებელს, თქვენი სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და მართლა უდიდესზე უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, სუპერპროფესიონალებს და საუკეთესოებს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა ხდებოდა კადრს მიღმა და კულისებში და We did it! ეს ეტაპიც დასრულდა, იმედია, ცხოვრება უკეთეს თავგადასავლებს შემომთავაზებს, ახლა კი ცოტას დავისვენებ ტელევიზიისგან”, – წერდა სალომე არშბა instagram-ზე.
სალომე არშბა და კახა მიქიაშვილი
წყვილმა ერთმანეთი ბათუმში გაიცნო. კახას ფესტივალი "ერის ხმა" მიჰყავდა, სალომე კი დასასვენებლად მეგობრებთან ჩავიდა. როგორც მოგვიანებით კახა ინტერვიუებში ჰყვებოდა, სალომეს გარეგნობამ და მდიდარმა შინაგანმა ბუნებამ მალე მოხიბლა და თავისი გრძნობები არ დაუმალავს.
სალომეს მოხიბვლას კახა ბევრნაირი გზით ცდილობდა. სასურველ გოგონას ლექსებსაც კი უძღვნიდა და მიუხედავად იმისა, რომ პოეტობაზე პრეტენზია ლექსების ავტორს არ ჰქონდა, თურმე მისი პოეზია სალომეს ძალიან მოსწონდა.
მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მალე დაქორწინდნენ, ჯვარი დაიწერეს და წყვილს გოგონა შეეძინა. პატარას თინა დაარქვეს. სალომეს ბავშვობიდან უნდოდა გოგონასთვის ამ სახელის დარქმევა და როდესაც შვილის სქესი გაიგეს, სახელზე არც უფიქრიათ.
თინა კახასთვის მეორე შვილია. პირველ სიყვარულზე, რომლისგანაც კახას ანასტასია ჰყავს, მსახიობს ლაპარაკი არ უყვარს. თუმცა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შვილი ძალიან უყვარს და ცდილობს, მზრუნველი მამა იყოს...