ჟაკლინ კენედი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც პირველი ლედი და კეთილი ქალბატონი, არამედ როგორც მოღალატე ქმრის მსხვერპლიც. შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ ხალხმა ის თითქმის წმინდანად შერაცხა, რომელიც ჟაკლინისგან სიყავრულს მოკლებული იყო, თუმცა იყო თუ არა სიყვარული ქორწინებაში, რომელიც წლების განმავლობაში ბევრისთვის სამაგალითო ჩანდა, ჯერ კიდევ უცნობია.
1960-იან წლებში ორი და, ჯეკი კენედი და ლი რაჯივილი ამერიკის მაღალი სოციალური ფენის მთავარი ქალები იყვნენ. ჯეკი ძირითადად ჯონ კენედის ცოლად მოიხსენიებოდა, მისი უმცროსი და ლი, მიუხედავად იმისა, რომ მასაც გავლენიანი და მდიდარი ქმრები ჰყავდა, ყოველთვის დამოუკიდებლად მოქმედებდა. ლი და ჯეკი ბავშვობიდან მეტოქეები იყვნენ - ჯერ მშობლების სიყვარულისა და მოწონებისთვის, შემდეგ მამაკაცების ყურადღებისთვის იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლის საწყის ეტაპზე ლი ნამდვილად მარცხდებოდა. ათლეტური და ჭკვიანი ჯეკი მათი დედის, ჯანეტის აბსოლუტური ფავორიტი იყო. ამის გამო დებს შორის მტრობა მხოლოდ გაიზარდა და ლის ურთიერთობა დედასთან გაუარესდა. როდესაც გოგონა 12 წლის იყო, სახლიდან გაქცევაც კი გადაწყვიტა.
სკოლის დასასრულს, დედის მეორე ქმარმა, ჰიუ ოჩინკლოსმა, გოგონები სამოგზაუროდ ევროპაში წაიყვანა. ლი მაშინ 18 წლის იყო, ჯეკი 21 წლის. იმის მიუხედავად, რომ ოჯახს საკმარისი ფული ჰქონდა, გოგოებმა გემზე მხოლოდ მესამე კლასის ბილეთები მიიღეს ფუფუნებას მიჩვეული დებისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვო ფაქტი. დებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ იძაბებოდა, როცა საქმე სიყვარულს ეხებოდა. ჯეკის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იხსენებდა: ”თუ ვინმეს ჯეკი მოეწონებოდა, ლი მაშინვე ფლირტს იწყებდა მასთან. დიახ, ჯეკი უფრო ლამაზი იყო. ლის ეს ფაქტო აღიზიანებდა, რადგან როცა სადმე უფროს დასთან ერთა მიდიოდა, მას აღარავინ ამჩნევდა.
1953 წელს 24 წლის ჟაკლინ ბუვიემ ბევრი თანატოლის ოცნება აიხდინა, ის ძალიან კარგ და მდიდარ მამაკაცზე დაქორწინდა. ამბიციური გოგონას ქმარი ბრწყინვალე პერსპექტივის მქონე ქალბატონი, 36 წლის ჯონ ფიცჯერალდ კენედი იყო.
ჟაკლინმა და ჯონმა ერთმანეთი ქორწილამდე ერთი წლით ადრე გაიცნეს. გაცნობას ხელი შეუწყო მათმა საერთო მეგობარმა, ჩარლზ ბარტლეტმა, რომელიც თავად ცდილობდა ჟაკლინის გულის მოგებას.
პარალელურად მისის ბუვიე ხვდებოდა ბირჟის ბროკერ ჯონ ჰესტედ უმცროსს და აპირებდა მასზე დაქორწინებასაც, მაგრამ როდესაც ჰორიზონტზე უფრო მდიდარი საქმრო გამოჩნდა, ჯეკიმ გააუქმა ნიშნობა ჯონთან და მომავალ პრეზიდენტზე გადაერთო.
ჟაკლინ ბუვიე დაქორწინდა არა მხოლოდ სიმდიდრისა და სახელისთვის, არამედ მას ნამდვილად უყვარდა ჯონი.
ჯეკ კენედი იყო განათლებული და თითქმის ყველაფერში იზიარებდა ჟაკლინის შეხედულებებს. გარდა ამისა, იგი ცნობილი იყო, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი და იმ დროის ლამაზმანი.
1953 წლის სექტემბერში შეყვარებულები დაქორწინდნენ. ჟაკლინი ყოველთვის ოცნებობდა მდიდრულ ქორწილზე, ამიტომ მამამისის დაჟინებული მოთხოვნით ცერემონიაზე 800-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეულია. სტუმრებს შორის ძირითადად იყვნენ დიპლომატები, ოფიციალური პირები და სამეფო დინასტიების წარმომადგენლები. ამგვარად ჯონ კენედი ცდილობდა საკუთარი თავისა და მომავალი პირველი ლედის ელიტისთვის გაცნობას.
პირველი პრობლემები ჯონ და ჟაკლინ კენედის ურთიერთობაში ქორწილისთანავე დაიწყო. დახვეწილი და კარგად აღზრდილი ჟაკლინი ქმრის მრავალრიცხოვან ნათესავებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა. ქალბატონმა კენედიმ ასევე უღიმღამოდ ისაუბრა საყვარელი მამაკაცის ძმებზე, რომელთა ქცევას თავის დღიურებში "ბარბაროსის საქციელებს" უწოდებდა.
ჟაკლინი ოცნებობდა ჯონთან ერთად მყუდრო ოჯახური ბუდე გაეკეთებინა, ამიტომაც თავიდანვე თვალი დახუჭა მისი ახლობლების უცნაურობებზე. მაგრამ მას არ შეეძლო უგულებელყო საყვარელი ქმრის ღალატი.
თანდათან წყვილმა ერთმანეთის მიმართ გაგრილება დაიწყო. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ჟაკლინი დიდხანს ვერ ორსულდებოდა. 1955 წელს მან საბოლოოდ მიაღწია წარმატებას, მაგრამ ადრეულ ეტაპზევე დაკარგა შვილი. რამდენიმე თვის შემდეგ ჟაკლინმა კვლავ შეძლო დაორსულება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსის მეუღლეს კიდევ ერთხელ მოუწია მწუხარების გაზიარება. გოგონა, რომელსაც არაბელა ერქვა, მკვდარი დაიბადა. სანამ ჟაკლინი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მისი ქმარი ხმელთაშუა ზღვის კრუიზით ტკბებოდა.
ქმრის გულგრილობამ საბოლოოდ გატეხა ქალბატონი კენედი - ქალი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
„ორი შვილის დაკარგვის შემდეგ საერთოდ არ ვგრძნობდი თავს კარგად. ვფიქრობდი, რომ ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა“, - წერდა ჯონ კენედის მეუღლე თავის დღიურში.
სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი სწრაფად მოიძებნა, ჟაკლინმა განქორწინება მოითხოვა. მაგრამ არც ისე ადვილი აღმოჩნდა ქმრის მიტოვება, ჟაკლინმა საბუთების შეგროვება დაიწყო, ჯონის მამამ კი რძალი დაარწმუნა, განქორწინებაზე უარი ეთქვა და სანაცვლოდ მილიონი დოლარი გადაიხადა. დამატებით, თუ ჟაკლინს ქმრისგან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია შეეყრებოდა, კიდევ 20 მილიონ დოლარს მიიღებდა.
მოგეხსენებათ, ჯონმა გაიმარჯვა არჩევნებში და გახდა შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი. ამისთვის ის ცოლის ძალიან მადლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან ამერიკელი ხალხი აღმერთებდა ჟაკლინს და ყველას სურდა, მისი თანასწორი ყოფილიყო.
ჟაკლინს პატივს სცემდნენ სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც. ამერიკელი ლიდერის მეუღლემ მოხიბლა ნიკიტა ხრუშჩოვიც კი, რომელმაც შეხვედრაზე პირველად ხელი ჩამოართვა ჟაკლინს და მხოლოდ ამის შემდეგ ჯონ კენედის.
გარედან ჩანდა, რომ ჯონმა და ჟაკლინმა მიაღწიეს იმ ჰარმონიას ურთიერთობაში, რაზეც ის ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში კენედი არ წყვეტდა ღალატს, ის გადაერთო სულ უფრო და უფრო ცნობილ ქალებზე. ჟაკლინი სირცხვილისგან იწვოდა როდესაც მისი ქმრის ერთ-ერთმა სავარაუდო საყვარელმა, მსახიობმა მერილინ მონრომ Happy Birthday, Mr. president იმღერა ჯონის 45 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ კონცერტზე.
1963 წლის აგვისტოში პირველ ლედის ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბიჭი, რომელსაც პატრიკი ერქვა, ძალიან სუსტი იყო. ექიმები მისი სიცოცხლისთვის ორი დღე იბრძოდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯონს არ მიუტოვებია ცოლი. საერთო მწუხარებამ კენედები ისე დააახლოვა, როგორც არასდროს.
1963 წლის 22 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი გაემგზავრნენ ტეხასის საბედისწერო ოფიციალურ ტურში.
ამ მოკლე ტურის დროს ჯონის მკვლელობა განხორციელდა. დამნაშავემ პრეზიდენტის ავტოკოლონას სამი ტყვია ესროლა. ერთ-ერთი ტყვია კენედის თავში მოხვდა, რის შემდეგაც იგი ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში. ჟაკლინი ისტერიულად ითხოვდა საოპერაციოში შესვლას: „მინდა იქ ვიყო სანამ ის მოკვდება“, - ყვიროდა ის. საბოლოოდ, ექიმები დათმობაზე წავიდნენ.
როცა ჯონი გარდაიცვალა, ჯეკიმ ნიშნობის ბეჭედი ხელში ჩაიდო, წარწერით: „ახლა არაფერი მაქვს“.
მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჟაკლინი, ჯერ კიდევ პირველი ლედის სტატუსით, დაესწრო ლინდონ ჯონსონის ფიცის ცერემონიას.
დაკრძალვის ორგანიზებაში თავად პირველი ლედი იყო ჩართული. იგი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და თქვა, რომ ცხოვრების აზრს ვეღარ ხედავდა. ბედნიერი მომავლის იმედი მას გარდაცვლილი მეუღლის უმცროსმა ძმამ მისცა, რომელსაც ჟაკი მთელი ცხოვრება უყვარდა. ჟაკლინი არასოდეს საუბრობდა ღიად ამ ურთიერთობაზე, მაგრამ წლების შემდეგ, მისმა ახლო მეგობარმა ნენსი დიკერსონმა დაადასტურა ჟურნალისტების დიდი ხნის ვარაუდები. ძმები კენედები ქალებს ერთმანეთს "მემკვიდრეობით" გადასცემდნენ. როდესაც ჯონმა საბოლოოდ შეწყვიტა მერილინ მონროსთან ურთიერთობა, სწორედ რობერტი ცდილობდა ქალის მოხიბვლას.
ჟაკლინის ურთიერთობა ყოფილ სიძესთან თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა - 1968 წელს რობერტი მოკლეს და ჟაკი დაქორწინა ბერძენ მილიარდერ არისტოტელე ონასისზე.
მეორე ქორწინების შემდეგ, ჟაკლინის რეპუტაცია ძალიან დაზარალდა: მას ბრალი დასდეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ქმრის ძალიან სწრაფად დავიწყებაში. ძველი ცოდვებიც გაიხსენეს, ამბობდნენ რომ ჯონ კენედის მკვლელობა თავად ჟაკლინმა დაგეგმა, რათა ჯონიზე ღალატის გამო შური ეძია. თუმცა სიმართლე ერთია, წყვილი ერთად ცხოვრების ბოლო წლებში საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ.