ნინო სუხიშვილის პირველი ქმრის შესახებ: "აღარც მინ­და გახ­სე­ნე­ბა... თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი" - Marao

ნინო სუხიშვილის პირველი ქმრის შესახებ: "აღარც მინ­და გახ­სე­ნე­ბა... თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი"

2024-07-16 14:51:36+04:00

- "გყავთ ან გყო­ლი­ათ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ გე­ფიქ­რათ: ნეტა არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ნეტა არ გა­მეც­ნოო?“

- კი არის, ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე. ეს იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პე­რი­ო­დით, რომ მე თვი­თონ და­ვი­წყე­ბუ­ლი მაქვს. ძა­ლი­ან ადრე იყო, “სხვა ცხოვ­რე­ბა­ში“ და ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ თით­ქოს ეს სხვი­სი ცხოვ­რე­ბა იყო. თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩემს თავს არ ხდე­ბო­და. აღარც მინ­და გახ­სე­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რმა არც იცის ეს ეტა­პი ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან - ასე უპასუხა კითხვას ნინო სუხიშვილმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში სტუმრობისას. 

  • "ცეკვა მინდოდა, მაგრამ სიმაღლე მაკლდა... ანსამბლში ისეთი გოგონები იყვნენ, მათ გვერდით დადგომას ვერ ვბედავდი..." - ნინო სუხიშვილის უცნობი სიყვარულის ისტორია, ცხოვრება და კარიერა 

ნინო სუხიშვილის მეორე მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად, 2023 წელს გარდაიცვალა. ის მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა. 

სუხიშვილები 

ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან.

ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს "არანორმალურებსაც" უწოდებენ.

"არასდროს დაუძალებიათ, - უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო... თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო".

  • "არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი 

"ჩვენთან ანსამბლში მიღებაზე ხომ არის სტანდარტი, გარკვეული სტერეოტიპი არსებობს - სიმაღლე და მონაცემი უნდა გქონდეს, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სიმაღლე მაკლდა. იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავმდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ, ხომ იცით, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, - ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა" - იხსენებდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობილი სახელის მიუხედავად, ნინოს პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის უცნობია. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო. ზურა ამერიკაში ცხოვრობდა დიდი ხნის მანძილზე და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდა, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი. ზურა ლეჟავა რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ბიზნესმენი გარდაიცვალა. წყვილს შვილი არ ჰყოლია. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა გახდა. "არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - თქვა ნინო სუხიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.