სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა გასული საუკუნის მსახიობების შესახებ მომზადებულმა სტატიებმა, სადაც გამორჩეული გარეგნობის ქართველი მსახიობი ქალიების შესახებ გიყვებოდით. ქართული თეატრი და კინო სილამაზითა და ნიჭით მართლაც მდიდარია, ამიტომ ამ სტატიაში თანამედროვეობის რამდენიმე გამორჩეულ სახეზე მოგიყვებით:
ნატუკა კახიძე
ნატუკა კახიძე გენიალური კომპოზიტორის, დირიჟორის, ლოტბარის, ჯანსუღ კახიძის, შვილიშვილი და ასევე ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ვახტანგ კახიძის, ქალიშვილი. მისი მეუღლე ასევე დათა თავაძეა, ნატა მურვანიძისა და ნიკა თავაძის ვაჟი.
ვერონიკა კალანდარიშვილი
მსახიობი ვერონიკა კალანდარიშვილი სერიალ „მსხვერპლის” მთავარი პერსონაჟის როლს ასახიერებს, რომელსაც საკუთარი მტკივნეული სიმართლის დასამტკიცებლად ბევრი სირთულის გადატანა უწევს.
ანუკი ბუბუტეიშვილი
ცვალებადი ნიშნები პირველი ქართული სტუდენტური სერიალია, რომელიც კავეა პლუსისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუს თანამშრომლობით შეიქმნა. სერიალი ოთხი სტუდენტის შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. ერთ-ერთ მთავარ როლს კი ანუკი ბუბუტეიშვილი ასრულებს.
თინათინ დალაქიშვილი
17 წლის ასაკიდან დაიწყო ფოტომოდელის კარიერა. გადაღებული იყო სარეკლამო ვიდეორგოლებში. 2010 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს როლები ქართულ და უცხოურ ფილმებსა და სერიალებში
ქეთა შათირიშვილი
ქეთას დებიუტი 13 წლის ასაკში გიორგი ბერიძის ფილმში “ეტიური N6” შედგა:
“სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ჭირდებოდათ “რიჟა” გოგო, გავიარე კასტინგი და ვითამაშე პირველი როლი. ერთი კვირა გვქონდა გადაღებები და მახსოვს, მომცეს ანაზღაურება 200 ლარი, რომელიც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ეს იყო ჩემთვის შოკი, მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა დედას ფულის რაღაც ნაწილი მივეცი”, – ამბობდა მსახიობი.
ანკა ვასაძე
მსახიობ ანკა ვასაძეს საზოგადოება როგორც თეატრის სცენიდან, ისე ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მან აუდიტორიას თავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ შეაყვარა, სადაც მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად წარმატებით გამოდიოდა.
ანა ამილახვარი
მსახიობი ანა ამილახვარი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონის გამორჩეული მონაწილე იყო, რომელმაც სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ნატალია ყულოშვილი
2013 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, გიორგი მარგველაშვილის ჯგუფი. ამავე წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
ნინა ლორთქიფანიძე
მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ტელემაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ელენეს როლით გაიცნო. იგი ცნობილი მსახიობის, თამარ სხირტლაძის შვილიშვილია.