"უნი­ფორ­მა მომ­წონს. ვფიქ­რობ, რომ რის­თვი­საც შე­იქ­მნა, შე­სა­ბა­მი­სია“ - რას ამბობს სიმონ მაჩაბელი მის მიერ შექმნილ სამოსზე და რა გზა გაიარა მან, როგორც ხელოვანმა - Marao

"უნი­ფორ­მა მომ­წონს. ვფიქ­რობ, რომ რის­თვი­საც შე­იქ­მნა, შე­სა­ბა­მი­სია“ - რას ამბობს სიმონ მაჩაბელი მის მიერ შექმნილ სამოსზე და რა გზა გაიარა მან, როგორც ხელოვანმა

2024-07-17 15:35:42+04:00

2024 წლის 16 ივლისს ქართველი სპორტსმენები პარიზში გამგზავრების წინ ცერემონიების სასახლეში შეიკრიბნენ, 17 ივლისის დილა კი ხმაურიანად დაიწყო მათი სამოსის განხილვით. როგორც ცნობილია, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი უნიფორმები ამ ღონისძიების განუყოფელი ნაწილია და ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი იდენტობა საუკეთესოდ წარმოაჩინონ. სამოსის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება და ზოგიერთი ქვეყნისთვის მსოფლიოში ცნობილი ბრენდებიც კი მუშაობენ. 

  • რა აცვიათ და ვინ შექმნა ქართველი ოლიმპიელების სამოსი? დიდი აჟიოტაჟი და კრიტიკა სპორტსმენების უნიფორმების გარშემო 

წელს ქართველი სპორტსმენების უნიფორმები საქართველოს დროშიც ფერებით, ანბანითა და ჯვრით არის შთაგონებული. თეთრ-წითელი მაისურები, შარვლები, ქვედაბოლოები და მოსაცმელები ოლიმპიელებმა გუშინდელ შეკრებაზეც მოირგეს და 26 ივლისს, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნაზეც, ამ ფორმაში წარდგებიან. სამოსის დიზაინი ქართველ ხელოვანს, სიმონ მაჩაბელს ეკუთვნის. სტატიაში მას და მის შემოქმედებას უფრო ახლოს გაგაცნობთ.

სიმონ მაჩაბელი და ოლიმპიური თამაშების სამოსი

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ური კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლმა განმარტა, რომ მაჩაბელი მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია: "მაჩაბელი ჰო­ლან­დი­ის სა­მე­ფო თე­ატ­რში მთა­ვა­რი მხატ­ვა­რია, ხან ინ­გლის­ში იწ­ვე­ვენ და ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩა, სა­დაც არ იცი­ან, ვინ არის სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი, ნაც­ნო­ბო­ბით და ახ­ლობ­ლო­ბით კი არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ფო­ცხიშ­ვი­ლი და მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძე იყ­ვნენ ჩვე­ნი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გვირ­ჩი­ეს და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს სი­მონ მა­ჩა­ბ­ლის კან­დი­და­ტუ­რა. ფორ­მე­ბი მო­ხა­ტუ­ლია ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აწე­რია სხვა­დას­ხვა შრიფ­ტით, ჯვა­რია გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ეი­ფელ­თან და პა­რიზს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ფიქ­რია" - ამბობს ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან.

სიმონ მაჩაბელი 

ხშირად წერენ, რომ სიმონ მაჩაბლის შემოქმედება სცდება მოდის სფეროს და ის ბევრად მეტია, უფრო ფართო მასშტაბებისა. "დიზაინერი, რომელიც კოსმოსს „აცმევს“ - ასე მოიხსენიებენ მას ცნობილი გამოცემები. 

თავად ხელოვანი საწყის ნაბიჯებს კარიერაში Hammock Magazine-თან ასე იხსენებდა:

"90-იანი წლების საქართველოში, მაშინ, როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლა დავიწყე,  მოდა, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა.  ხატვისას მოდას იმდენად არ ვხატავდი, რამდენადაც გამოგონილ, ეგზოტიკურ ან ფანტასტიკურ სცენებს. თეატრალური წარმოდგენების მიმართაც  მქონდა ინტერესი და ამიტომ თეატრის მხატვრობაზე ჩავაბარე. თავიდან სცენოგრაფიის სკოლა გავიარე, სადაც კოსტიუმების დიზაინსაც ვსწავლობდი. პირველი მოდის კოლექცია ედინბურგის კოლეჯში სწავლისას გავაკეთე, მაშინ, როცა  ჩემი სადიპლომო ნამუშევარი უნდა წარმედგინა. თუმცა, ეს არ იყო მკაცრად განსაზღვრული მოდა -  ფაკულტეტს, რომელზეც ვსწავლობდი,  Performance Costume Design ერქვა, რაც, ცხადია, გულისხმობდა მოდას, თუმცა თეატრალური წარმოდგენებისთვის, კინოსთვის და ა.შ. კიდევ უფრო საინტერესო სკოლა იყო და პლუს ამას, სიღრმისეულად ვსწავლობდით კოსტიუმების ისტორიას, რაც დღემდე ძალიან მეხმარება. მოდის პირველი კოლექცია  სან-მარტინის კოლეჯში სწავლის დროს გავაკეთე, რომელიც შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე აჩვენეს". 

  • ძლიერები, ლამაზები, წარმატებულები - ქართველი ფრენბურთელი გოგონები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ 

სიმონ მაჩაბლის საქმიანობა ისე განვითარდა, რომ მან პირადი კოლექციების პარალელურად, თეატრისთვის, კინოსა და ოპერისთვისაც დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით კი მისმა ინტერესის სფერომ ინტერიერის დიზაინიც მოიცვა. 

"რაც დრო გადის, ვაკვირდები და  მიუხედავად იმისა, რომ არც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ვარ და არც ეკლესიაში მოსიარულე ადამიანი, რატომღაც ქართული მართლმადიდებლური ესთეტიკა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. როდესაც ბრიტანეთში გადავედი, იქ გაჩნდა ამ ეგზოტიკის მომენტი. ჩემი პირველი კოლექცია სან-მარტინში სწორედ ამის შესახებ იყო. არ ვიცი, გახსოვს თუ არა, იმ დროს თბილისში და ზოგადად, საქართველოში, ძალიან პოპულარული იყო ბინების კურთხევა. მგონი, დღესაც ასეა. ბინას რომ აკურთხებდი, პატარა სტიკერს გაძლევდა მღვდელი, რომელსაც შემდეგ კედლებზე აკრავდნენ.  სწორედ ეს სტიკერები გამოვიყენე - ერთდროულად ლამაზი, უცნაური და ოდნავ საშიში იყო, რომელსაც ცოტა უსიამოვნო განწყობაც მოჰქონდა და ზუსტად ეს მომწონდა მასში", - ამბობდა ის. 

"უნი­ფორ­მა მომ­წონს. ვფიქ­რობ, რომ იმ გა­რე­მო­სთ­ვის, რის­თვი­საც შე­იქ­მნა, შე­სა­ბა­მი­სია“ - თქვა ambebi.ge-სთან მოკლე ინტერვიუში სიმონ მაჩაბელმა.