2024 წლის ევროპის ჩემპიონატი რომ ქართველებისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული იყო, ამაზე არავინ დავობს. ღირსეულ დებიუტს თან უამრავი დადებითი ემოცია, გაერთიანებული ერი და დიდი სიხარული ახლდა. მას შემდეგ, რაც საქართველო ჩემპიონატს გამოეთიშა, ბევრი აღნიშნავდა, რომ ვეღარავის გულშემატკივრობდა, რადგან საკუთარი ქვეყნის ქომაგობაზე უფრო ემოციური არაფერი შეიძლება იყოს.
მიუხედავად ამისა, ალბათ, ყველა თქვენგანმა ერთხელ მაინც გაიგო ლამინ იამალის სახელი. იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და 17 წელი სწორედ ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეუსრულდა. ის თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, მის მიმართ ინტერესიც გაიზარდა. იამალს "წარმოუდგენელ ტალანტად" და "დაუჯერებელ ძალად" მოიხსენიებენ.
ლამინ იამალი
ლამინ იამალ ნასრაუი ებანა დაიბადა 2007 წლის 13 ივლისს. არის ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი კატალონიიდან, რომელიც თამაშობს ლა ლიგის კლუბ "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნულ გუნდში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე. იგი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ნიჭად მსოფლიოში.
"ოქროს მედალი დედაჩემს მივუძღვენი, რადგან ის არის ჩემი მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო ცხოვრებაში" - თქვა იამალმა. მისი დედა - მიმტანი შეილა ებანა, ხოლო მამა ინჟინერი მოურინ ნასრაუია. იამალის დედა დაიბადა ბატაში, ეკვატორულ გვინეაში, ხოლო მისი მამა არის ლარაჩედან, მაროკოდან. ისინი ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა იამალი სამი წლის იყო, თუმცა ბავშვის აღზრდაში ორივე მონაწილეობდა.
ოჯახი მატაროში ცხოვრობდა, მაგრამ დაშორების დროს იამალის დედა გადავიდა გრანოლერსში, სადაც იამალმა ფეხბურთის თამაში ადგილობრივ კლუბ La Torreta-ში ოთხი წლის ასაკში დაიწყო.
ლამინ იამალის შეყვარებული
ლამინ იამალი პირველად გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე და, ამასთან ერთად, პირველად გაამხილა, რომ შეყვარებულია TikTok-ის ვარსკვლავ ალექს პადილაზე. ალექს პადილა სტუდენტია. გოგონას სოციალურ ქსელში 300 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ალექსი ჩემპიონატის რამდენიმე თამაშს დაესწრო და გამარჯვება შეყვარებულთან ერთადაც აღნიშნა.