რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“ ბაბი კირკიტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
გელა ყოველთვის ძალიან მტკივნეულად განიცდის, როცა ბენდის გოგონებზე არასასიამოვნო კომენტარები იწერება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა ჩემზე, რასაც გელა ჩემზე მეტად განიცდიდა. მართალია, პოპულარობას ჭორებიც თან ახლავს, მაგრამ ძალიან რთულია ყველა იმ სიბინძურის მოთმენა და შეგუება, რომელსაც უმიზეზოდ ავრცელებენ ადამიანები.
საბედნიეროდ, ის პერიოდი წარსულს ჩავაბარე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრები – ბენდის წევრები, მხარში ამომიდგნენ და არ მიმატოვეს. თუმცა სწორედ მაშინ მივხვდი, ვინ იყო ნამდვილი მეგობარი და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყველამ უნდა დავიცვათ ზღვარი და ელემენტარული ზრდილობა“, - ამბობდა ბაბი.
ბაბი კირკიტაძის ბიოგრაფია
ტელეეკრანებზე პირველად 19 წლის ასაკში გამოჩნდა. თავისი მუსიკალური მონაცემები “ღამის შოუს” ბენდში გამოავლინა. “პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემის წამყვანობით მისი პოპულარობა გაიზარდა. “იმედის” მეგა-შოუს “ცეკვავენ ვარსკვლავები" გამარჯვებული გახდა.

დედა – ინგა ოდიკაძე, შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ბაბის წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის:
24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.
ბაბის კარგი ბავშვობა ჰქონდა, იმ დროისთვის ფინანსურად ღონიერი ოჯახი ვიყავით. ეს საშუალებას მაძლევდა, გამოვლენილი ნიჭის კვალდაკვალ მისთვის ყველა პირობა შემექმნა, რომ მრავალმხრივ განვითარებულიყო. დამყავდა მუსიკაზე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, 5 წლის, როცა რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები ცეკვაზე მიგვეყვანა. სკოლაში იყო ცეკვის ანსამბლი. გვითხრეს, რომ პატარები იყვნენ, ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა, მაგრამ შესანიშნავად აითვისეს მარტივი ილეთები. შემდეგ კი ტოლს არ უდებდნენ მოზრდილებსაც", - იხსენებდა ბაბის დედა.