უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენს ქვეყანაში მთავარი სასაუბრო თემა ფეხბურთი და ფეხბურთელებია. ახლა ყველას აინტერესებს არა მხოლოდ მათი კარიერული წარმატებები, არამედ მათი ცხოვრება მოედანს მიღმაც. ჩვენ არაერთი მათგანის შესახებ მოგიყევით და გაგაცანით ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენები უფრო ახლოს. ამ სტატიაში კი წაიკითხავთ, რა პროფესიის არიან ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები და რას საქმიანობენ ისინი:
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
ნიცამ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წელს ჩააბარა.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ლინდა კიკოლაშვილი, მსგავსად მეუღლისა, საკუთარ საქმიანობაში წარმატებულია. ის პროფესიით სამართალმცოდნეა, მაგისტრის ხარისხი კი ბიზნესის მენეჯმენტში აქვს. ლინდა ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია. დაკავებული ცხოვრების მიუხედავად კი, ახერხებს მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს.
თამთა პროფესიით სამართალმცოდნეა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ყოველთვის მეუღლეს ახლავს იმ ქვეყანაში, სადაც ის თამაშობს. მისი ცხოვრება ფეხბურთელების ცოლებისას ჰგავს - ხშირი მოგზაურობა, ყურადღება მედიისგან და უარი საკუთარ კარიერაზე. თამთას და გურამს ერთი შვილი ჰყავთ, რომლის აღზრდაშიც ორივე აქტიურადაა ჩართული.
მარიამ ჩავლეიშვილი საფეხბურთო კლუბ „კრაკოვიასა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველის, ოთო კაკაბაძის მეუღლეა. მარიამი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში - "ინსტაგრამსა" და "ტიკ-ტოკზე" და ვიდეოებს აუდიტორიას ხშირად უზიარებს.
"ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს და ძალიან მომეწონა. ლიკა მოცეკვავე იყო. ლიკა ჩემს თამაშებზე დადიოდა, მე – ლიკას კონცერტებზე" , - იხსენებდა წლების წინ თორნიკე ოქრიაშვილი მეუღლის, უმშვენიერესი ლიკა მუზაშვილის შესახებ. დაოჯახების შემდეგ ლიკამ მოცეკვავის კარიერა აღარ გააგრძელა. წყვილს სამი შვილი ჰყავს და ლიკა მთლიანად მათი აღზრდითაა დაკავებული.
გვანცა ნიშნიანიძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის განსაკუთრებით აქტიურია "ინსტაგრამზე" და უამრავი გამომწერი ჰყავს. "ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა, წარმატებული და ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ნაადრევად დაოჯახების გამო ეს ოცნება ვერ ავიხდინე. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ", - ამბობდა გვანცა ნიშნიანიძე.
სალი კერატიშვილს ბევრი თქვენგანი პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" იცნობს. სახასიათო როლმა სალის ცნობადობა მალევე მოუტანა, თუმცა ის პროფესიით მსახიობი არ არის.